ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დანიელე რუგანის აგენტი კლიენტის თაობაზე საუბრობს

დანიელე რუგანი ჯერ რენში, ხოლო ახლა უკვე კალიარიში არენდის წესით ირჯება.

ზაფხულში ფეხბურთელმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ ფრანგულმა ვოიაჟმა აშკარად არ გაამართლა, რადგან დანიელეს ტრავმებმა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არ დაუტოვა.

კალიარიში სიტუაცია უკეთ გამოიყურება. რუგანის სტაბილური სათმაშო დრო აქვს, ხოლო ბოლო თამაში გოლის გატანაც მოახერხა.

მისი საფეხბურთო აგენტი კლიენტის თაობაზე საინტერესო ცნობებს გვიზიარებს:

“რუგანის იუვენტუსის მიმართ განსაკუთრებული ემოციები აკავშირებს. იგი აუცილებლად დაბრუნდება, რადგან იჯარის ვადა ზაფხულამდე არის გაწერილი. 

იმ შემთხვევაში თუ კი კალიარი მის დატოვებას გადაწყვეტს, ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ ამ შეთავაზებას. მთავარია კლუბებმა საერთო ენა ერთმანეთში გამონახონ. 

დანიელესთვის სარდინიული კლუბი რაიმე ტრამპლინი ან დროებითი ადგილი არ არის. სანამ ის აქ იქნება, კლუბისთვის მაქსიმალურად დაიხარჯება და თუ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, იგი ამ მაისურისთვის ყველაფერს გაიღებს. 

რენში პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეექმნა. იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, რის შემდეგაც ტრავმებმა გასაქანი არ მისცა. 

იტალიაში დაბრუნების იდეა, ფანჯრის დახურვამდე სამი დღით ადრე გაჩნდა. რენს არასდროს უთქვამს, რომ მისი აღარ წამდა. უბრალოდ სასტარტოში დაბრუნებისთვის დრო დაჭირდებოდა და ამ აზრზე ყველანი ერთად მივედით. 

ბოლონია და ტორინო? მოდით ასე ვიტყვი – კალიარი აღმოჩნდა ის კლუბი, რომელმაც ყველაზე მეტად გვაგრძნობინა რომ რუგანი მათთვის მნიშვნელოვანი წევრი იქნებოდა. 

ის რაც ახლა კალიარის ჭირს, საქმისადმი არასათნადო მიდგომის ბრალია. დიახ, მათ რიგებში უდაოდ ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელები ირიცხებიან, მაგრამ მთავარია რა შეგიძლია გაიღო.. რამდენად დიდი გაქვს პასუხისმგებლობა. ამ კომპონენტში მათ პრობლემები ქონდათ.

იტალიის ნაკრები? ეს თემა მწვრთნელის გადასაწყვეტია. ამ თემაზე რაიმე სახის კომენტარი არ გაგვიკეთებია, რადგან დანიელეს ყველა კარგად იცნობს. იგი იყო აქამდეც ნაკრებში და დარწმუნებული ვარ თუ საჭიროება მოითხოვს, რუგანი დაბრუნდება და იმედებს გაამართლებს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x