ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta იუვენტუსის საორიენტაციო სასტარტოს აქვეყნებს

Gazzetta იუვენტუსის საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს, რომელიც დღეს ჩვენი დროით 23:45 -ზე რომის ლაციოს დაუპირისპირდება.

ავტორიტეტული მილანური გამომცემლობა ფსონს 4-4-2 კლასიკურ სქემაზე ჩამოდის და შემადგენლობას, სწორედ მასთან ადაპტირებულს გვთავაზობს.

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონში მე-20 მატჩი გახდება სერია ა-ს გათამაშებაში.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე სასიამოვნო სიახლე უნდა გახდეს კოლუმბიელი ხუან კუადრადოს დაბრუნება. ცენტრალურ ზონაში არსებული საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე მერიჰ დემირალს წესით ალექს სანდრო შეუწყვილდება, ხოლო მარცხენა ფრთაზე მისი თანამემამულე დანილო გაირჯება.

შუახაზში ფედერიკო კიეზა მარჯვენა ფრთაზე იმოქმედებს. სხვათაშორის თავის პირველ ტურინულ სეზონში ახალგაზრდა იტალიელის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ფიქსირდება სერია ა-ს 22 შეხვედრაში.

მოედნის ცენტრალურ ზონაში ადრიენ რაბიო და უინსტონ მაკენი მოიაზრებიან. თუმცა, ანდრეა პირლოს თქმით ნიკოლო ფაჯიოლოს ყველა შანსი აქვს მატჩი სასტარტოში დაიწყოს. როგორც ჩანს მილანურ გამომცემლობას საკუთარი მოსაზრება აქვს.

მარცხენა ფრთაზე აარონ რემზის უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება წინა ხაზს. პირლოს თქმით ალვარო მორატა თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ რამდენად ნიშნავს ეს მის 100%-ით ფორმაში ყოფნას? აქედან გამომდინარე სასტარტოში კრიშტიანო რონალდუს მხარდამხარ კვლავინდებურად შვედ დეიან კულუსევსკის ვიხილავთ.

სხვათაშორის ახალგაზრდა შემტევს ბოლო ხანებში კრიტიკოსთა რაოდენობა მოუმრავლდა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოდის – 22 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.

ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ კულუსევსკი განსხვავებულ ამპლუაში უწევს ასპარეზობა, რაც ადაპტაციას საჭიროებს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

რონალდო ზამენაზე დასვა სხვა გზა მართლა არ გვაქ. ნახევარდაცვამ თუ იკაცა მოვიგებთ!

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

მე მგონია რო ბევრი მითქმა მოთქმა რო არ მოხდეს ზოგ ზოგიერთ ფეხბურთელს უბრალოდ ასვენებენ ტრავმა არაფერ შუაშია.გოლი თუ ვერ შევაგდეთ ალბათ ისევ 4 3 3 ზე გადავა.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

რაში არ მეთანხმებით ? მართლა მაინტერესებს. ალბათ კარგად არ დავაკონკრეტე რის თქმაც მინდოდა :) მე არ მიგულისხმია ყოველი ტრავმირებული ტყუილია თქო. მაგი ჩვეულებრივი ხრიკია ისე არ გაგიკვირდეთ ზოგ ზოგიერთი ტრავმირებული თუ დაგვიბრუნდა პორტოსთან :) იუვენტუსი განაცხადს ყოველთვის წინა დღისით აქვეყნებდა ამ ბოლო დროს ზუსტად იმ დღეს აქვეყნებენ როცა თამაში გვაქ. წავედი მე იმედია მოვიგებთ.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

imedia kargi tamashit moigeben

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x