ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ვულოცავ დანილოს და ბერნარდესკის”

ანდრეა პირლო ლაციოსთან მატჩზე საუბრობს და ფეხბურთელებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. მაესტრომ რამდენიმე მათგანი ცალკეც კი გამოყო:

დანილო და ფედერიკო ბერნარდესკი იყვნენ არაჩვეულებრივები და ვულოცავ მათ ახალ როლში წარმატებულ გამოსვლას. ბრაზილიელმა მოედნის ცენტრში ასპარეზობისას დაგვანახა, რომ კარგი ტექნიკური არსენალი, ცივსისხლიანობა და მოედნის ხედვა გააჩნია.

ფედერიკოსთვის მარცხენა მცველის ამპლუაში ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში მონაწილეობა იოლი არ იყო. არც მისთვის არც რომელიმე სხვა მოთამაშისთვის ეს მარტივი გასეირნება არ გახდებოდა. მაგრამ მან საკუთარი მონაცემების და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების ხარჯზე ფანტასტიკურად იასპარეზა! 

ბერნარდესკის ყველაფერი აქვს, რომ ამ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, რადგან აქვს გრძელი ფეხები, შესანიშნავი სიჩქარე, ბურთის არაჩვეულებრივი კონტროლი და ზუსტი გადაცემის შესრულების უნარი. 

საკადრო პრობლემები რომ გვქონდა ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ საბედნიეროდ ფეხბურთელები ბრუნდებიან. კუადრადომ მხოლოდ ერთი საწვრთნელი სესიის ჩატარება მოასწრო, ხოლო არტურმა გუშინ მოედანზე 30 წუთი ივარჯიშა. 

სიტუაცია რთულია, მაგრამ მოთამაშეებს კარგად ესმით რაოდენ მძიმე მდგომარეობაში ვართ და ისინი თანაგუნდელებისთვის მსხვერპლზე მიდიან, რაც შექებას იმსახურებს.

დღევანდელი შეხვედრა 20 წუთიანი დაგვიანებით დავიწყეთ, რაც ძვირად დაგვიჯდებოდა რომ არა გუნდის რეაქცია მიმდინარე სიტუაციაზე. 

მეტოქეს შემადგენლობაში მაღალი დონის მოთამაშეები ყავს, რომლებმაც კარგად იციან დაცვიდან ეფექტურად როგორ ამოვიდნენ და თან ისეთ სიჩქარეზე, რომელიც მოედნის მეორე ნახევარზე კომფორტულ რიცხოვრივ უპირატესობას შეუქმნის. 

ჩვენი შეცდომის შემდეგ გუნდი გონს მოეგო და წნეხის გაზრდა დავიწყეთ, რამაც შედეგი ეტაპობრივად გამოიღო. ბურთის გადაადგილების სიჩქარეც გაიზარდა და ალვარო მორატას დახმარებით სივრცეებსაც ხშირად ვპოულობდით.

ესპანელი ძალიან გვაკლდა.. მისი აფეთქებები არის დამატებითი იარაღი ისეთი გუნდის წინააღმდეგ როგორიც ლაციოა.. გუნდი რომელიც თავისუფალ სივრცეს არ გიტოვებს და ცდილობს მჭიდროდ, ხისტად და აგრესიულად გეთამაშოს.

იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს პერიოდში მორა უკვე 100%-ით იქნება მზად.. 

არტური არის მოთამაშე რომლის მახასიათებლების მქონე ახლა არავინ გვყავს. ბურთით თუ არის და როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, თანაგუნდელები პოულობენ პოზიციას რითაც დაცვიდან ამოსვლასაც ვახერხებთ და პრესპექტივაში შეტევის განვითარებაც გამოდის. 

ახლა მთავარია პორტოსთან მატჩისთვის ბრაზილიელის გამოყენება მოვახერხოთ. ჩვენი თამაშისთვის მისი მონაცემები ამ შეხვედრაში ძალიან წაგვადგებოდა.

პორტო? საბედნიეროდ ორი დღე მაქვს რათა ამ დაპირისპირებისთვის სათანადოდ მოვემზადო. ჩემპიონთა ლიგა რომ სხვა ტურნირია ყველამ კარგად ვიცით და იგი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. მითუმეტეს პირველი 90 წუთის შემდეგ ჩვენ ახლა კონკრეტული მისია გაგვაჩნია თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს.

დეიან კულუსევსკი? 20 წლის ბიჭი იუვენტუსში რომ წნეხის ქვეშ იქნება მემგონი ყველანი ვთანხმდებით. შეცდომები პროგრესირებისთვის ბუნებრივი რამ არის. იგი ამ მატჩშიც ნაყოფიერად მოქმედებდა და ამ მხრივ ნერვიულობა არ ღირს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

კიდე რო იტყვიან იტალიის ჩემპიონატი არაა საინტერესოვო დახოცეს დღეს ერთმანეთი.აუ კროტონემ რა დაუბაბანა ტორინოს.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

nu ar arian martlebi bolomde mara imas vinc ityvis an abobs ro safrangetis chempionati mocons ar vici prosta uzro tamashebi gaurkveveli skemit areuri dareuli gundebi yvelas ar exeba axla mara aseti cotaa

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

მე პირადად გერმანიის ჩემპიონატიც არ მომწონს. ძალიან სასაცილო გოლები გადის.რავი ჩემი აზრით ეს ბოლო 2 წელი ძაან შეიცვალა სერია ა საკაიფო ბათქი მიდის. ნუ ჩემპიონები სულ ჩვენ კი ვხდებით მარა თვითონ თამაშები ძაან საინტერესო გახდა.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

germaniis chempionati mosacyeni mainc ar aris chemi azrit ai safrangetshi tu dlieri gundebi ar tamashobs araferi sayurebelia da rogorc tqvi germaniashi golebi mainc gadis titqmis yvela tamashi da sacilo goli iqneba tu kargi goli sanam daicyeba rame saintereso tamashi vertobi

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

საფრანგეთის ჩემპიონატს კი ნამდვილად ჯობია. შალკე როგორ დაშალეს ყველამ გადაუარა.

ვახო
ვახო
3 years ago

ქამბექი ლაციოსთან თან ასეთი დამაჯერებელი თამაშით ბევრს ნიშნავს გუნდისთვის ფსიქოლოგიური კუთხით. წესით პორტოსთან აღარ უნდა გაგვიჭირდეს, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. არტური-მორატას დაბრუნდა მშვენიერი ამბავია და აბა ჰე, კითხვის ნიშნების გარეშე უნდა გაიარონ ეგ ბარიერი და ოპტიმალურ ფორმაზე გავიდეს გუნდი, რომ იქეთ და იქეთ ბაერნი-სიტი-პსჟ-ს დავუხვდეთ საჭირო კონდიციებში.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  ვახო

asec iqneba imedia megobaro

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ra davcero yvela superi iyo

batumski
batumski
3 years ago

მთავარია სტაბილურობა..დალშე ტრავმირებულებიც გვიბრუნდებიან..

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  batumski

martla es aris mtavari

batumski
batumski
3 years ago

გამოგვივიდა..იუვე საქმეშია..ყოჩაღ ბიჭებს..

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  batumski

amatma memgoni pirveli unda gaushvan ro mere atamashden

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

თავს ვდებ ამ ლაციოს ამნაირი დანაკლისებით როგორიც იუვეს აქვს ვერცერთი იტალიური გუნდი ვერ მოუგებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რო ამ გუნდს არაფერი დიდი ტრანსფერები არ ჭირდება.წარმოიდგინეთ ყველანი მწყობრში გვყავდეს ითამაშონ ისე როგორც საჭიროა ინტერს ერთ ადგილს არ დაანახებენ.პირველი 30 წუთი იყო სრული კატასტროფა შემდეგ გამოასწორეს ყველაფერი.

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x