ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიეზა დაფრინავს, მორატა იტანს და რაბიო ძალას აჩენს

იუვენტუსისთვის ლაციოსთან მატჩი იოლი არასდროს ქონია და არც გუშინდელი შეხვედრა გამოდგა გამონაკლისი.

მითუმეტეს დასაწყისი ისეთი იყო, რომ ტურინის ცაზე შავი ღრუბელი მომენტალურად გაიზარდა.

თუმცა, ფედერიკო კიეზამ, ალვარო მორატამ და დანარჩენმა იუვენტინოებმა კარგი “ქამბექი” გამოაცხვეს და შედეგად მეტოქე 3-1 დაამარცხეს.

ახლა კი გთავაზობთ La Stampa -ს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 6.5 – საგოლე ეპიზოდი მასსზე ვერნაირად ვერ აისახება. სხვა მხრივ საიმედოა და ორ ეპიზოდში განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს.

კუადრადო – 6 – ბრუნდება ხანგრძლივი შესვენების შემდეგ და მომენტალურად ისეთ შეცდომას უშვებს, რომელიც შესაძლოა გუნდს ძვირად დაჯდომოდა. რაც დრო გადიოდა თამაში მეტად ერთვებოდა და უკეთ გამოიყურებოდა.

დემირალი – 6.5 – საკუთარი ფიზიკური კონდიციების ხარჯზე უშიშრად ერთვება ყველა ორთაბრძოლაში და უმეტესწილად გამარჯვებული რჩება.

დანილო – 6.5 – სხვადასხვა როლში მოქმედებდა. ცენტრალურ ნახევარმცველადაც კი და ეს საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება ჩანს რომელიც პირლოსგან ვიხილეთ. მისი გადაადგილება, მოქმედებები და ჩართვები დღევანდელ იუვეს დიდ დახმარებას უჩენს.

ალექს სანდრო – 6.5 – თითქმის უნაკლო მატჩი დაცვის ხაზში. დაცვაში სანდრო საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს და ეტაპობრივად ანდრეა მის ცენტრალურ ზონაში გადაყვანას ახორციელებს, რომელიც ნაყოფიერად ვითარდება.

კიეზა – 7.5 – თუ ბურთი მას აქვს და დასარტყმელ პოზიციაზე გაიჭრა, მაშინ ჯობს მოვემზადოთ, რადგან უდაოდ საინტერესო რამის მომსწრენი გავხდებით. უფრო მეტს იმსახურებდა.. გოლს მინიმუმ მაგრამ ამჯერად ერთი საგოლე გადაცემით კმაყოფილდება.

რაბიო – 7 – როგორც იქნა ის ფრანგი ვიხილეთ, რომელიც პსჟ-ში ბრწყინავდა. სუპერ ბურთი და ტოტალური ფეხბურთი! იმარჯვებს ყველგან სადაც ერთვება და ძალიან თავდაჯერებული მოქმედებს თითოეულ ასპექტში.

რემზი – 6.5 – დიდი წვლილი შეაქვს იუვენტუსის შუახაზის ნაყოფიერ ასპარეზობაში. სიმშვიდე, სიზუსტე და კომპაქტურობა.

მაკენი – 69 წუთიდან – 6 – იგრძნობოდა მისი ყოფნა მოედნის ცენტრალურ ზონაში.

ბერნარდესკი – 6.5 – მორიგი კარგი მატჩი, თუმცა იგრძნობა რომ მეტი შეუძლია. ამჯერად უშუალოდ პირლოს მითითებებს ასრულებდა, რომელიც დაცვაში მოქმედებებით იყო გაჯერებული.

მორატა – 8 – საკმარისი იყო ლაციოს გოლი გაეტანა, კამერა რონალდუს ემოციაზე გაჩერებულიყო, რომ ეს ესპანელისთვის თითქოს შეტყობინების გაგზავნა გახდა – რომ დროა გოლების გატანა საკუთარ თავზე აეღო! და მან ამ მისიას თავი შესანიშნავად გაართვა. ალვარო დუბლის გარდა ნაყოფიერად მოქმედებდა საჯარიმოს მისადგომებთან, უფრო სიღრმეშიც და თავისთავად მეტოქის საჯარიმოშიც.

კულუსევსკი – 5.5 – ამოვარდნილი გუნდის სათამაშო რიტმიდან. ვერაფრით ახერხებს საჭირო პოზიციის პოვნას და ყველაფერთნ ერთდ კორეას გოლის გატანის შანს აძლევს, რომელიც მეტოქემ 100%-ით გამოიყენა.

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x