ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა

იუვენტუსი პორტოსთან მატჩისთვის ბოლო მზადებას გადის. სხვადასხვა იტალიური გამომცემლობა თითქმის იდენტურ საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს, რომელიც პორტუგალიურ გუნდს დაუპირისპირდება.

ტაქტიკური სქემა არ იცვლება – კლასიკური 4-4-2 რომელიც ჰიბრიდული ხასიათისაა და მატჩის მიმდინარეობისას იცვლება როგორც 3-5-2 ზე, ასევე 5-3-2 -ზე..

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო იასპარეზებს, ხოლო საპირისპირო ფრთაზე ალექს სანდრო დადგება.

დაცვის ცენტრალური დუეტი წესით და რიგით ლეონარდო ბონუჩიმ და ჯორჯო კიელინიმ უნდა შეადგინონ, რომლებიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სასტარტოში დაბრუნდებიან.

ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე უინსტონ მაკენი გაირჯება, ხოლო მარცხნივ ფედერიკო კიეზა. პრინციპში ესეც პირობითია, რადგან თამაშის სცენარიდან გამომდინარე მოთამაშეები ფლანგებს ხშირად ცვლიან.

ცენტრალურ ზონაში ადრიენ რაბიოს პარტნიორობას არტურ მელო გაუწევს, რომლის დაბრუნებას ანდრეა პირლო მოუთმენად ელოდა. მართალია სამხრეთ ამერიკელი შორს არის იდეალური კონდიციებისგან, მაგრამ იუვესთვის ის საკვანძო ფიგურაა შუახაზში შესაბამისი თამაშის საჩვენებლად.

თავდასხმის ხაზში მოულოდნელობას არ უნდა ველოდოთ. პაულო დიბალა ტრავმირებულია, დეიან კულუსევსკი არასასურველ ფორმაშია. შესაბამისად ალვარო მორატა და კრიშტიანო რონალდუ პორტოს პირველსავე წუთებიდან დაემუქრებიან.

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ოო კაი სასტავი მოხოდა პირლომ მარა ბონუჩი არტური იმედია ფორმაში არიან

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

maradona73
ვახ როგორ გაგისხა ბილეთმა ჩელსის ვერა მარა ინტერს ვუყურე ერთადერთი ზუსტი დარტყმა ქონდათ და გოლი გაიტანეს არადა მინიმუმ x2 იყო. სხვა უცხოურ საიტებზეც ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს იმენა ჩამოგვწერეს ტიპებმა ვსიო ჩემპიონები ვართო ტიპებმა.ჩვენ ჩვენი თამაში თუ ვაჩვენეთ აუცილებლად გატეხავს თამაშებს ინტერი. მილანს რაც შეეხება გავასწრებთ დროის ამბავია. ხო მაგ ორის დაყენება მართლა სარისკოა.

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

არა უშავს, წინა დღეს მოგებული მქონდა )

სიმართლე გითხრა სკუდეტოზე დიდად არ ვდარდობ, ლიგაზე იქნებ გავძვრეთ ნახევარფინალში, მერე კიდევ ყველაფერი შეიძლება მოხდეს )

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  maradona73

რავი ისე მიგვაჩვიეს ამ სკუდეტოებს მაგრად მინდა რო მოვიგოთ :)

maradona73
maradona73
3 years ago

არა მგონია უთამაშებელი ბონუჩი და კიელინი ორივე დააყენონ ერთად, სავარაუდოდ თურქი იქნება ძირითადში.

maradona73
maradona73
3 years ago

3-1

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x