ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე ლიხტის და კუადრადოს კომენტარი

იუვენტუსმა სამწუხაროდ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა 1/8 ფინალურ სტადიაზე დაასრულა. გუნდმა ორი მატჩის ჯამში ვერ მოახერხა პორტოს დამარცხება და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებას საკმაოდ ადრე და რაც მთავარია მოულოდნელად გამოეთიშა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ხუან კუადრადო და მატეის დე ლიხტი გაესაუბრა:

ალვარო მორატას რომ პირველ ტაიმში მომენტები გამოეყენებინა სიტუაცია რადიკალურად სხვანაირი იქნებოდა.

თუმცა, გაშვებული ბურთის შემდეგ მატჩში დაბრუნება შევძელით, ხოლო მეორე ტაიმში უპირატესობა გოლებშიც გარვდასახეთ! ვამაყობ გუნდით, რომელიც ბოლომდე იბრძოდა.

არ ვთვლი რომ ეს ციკლის დასასრულია, მიუხედავად იმისა შევძლებთ თუ არა სკუდეტოს მოპოვებას. სეზონის სტარტზევე ვიცოდით, რომ ცვლილებები უმტკივნეულოდ არ ჩაივლიდა.

როგორ ვგრძნობ თავს? ტკივილები მაწუხებდა, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია” – კუადრადო.

“სამწუხაროა, რომ მარტის თვეში გვიწევს ამ ტურნირთან დამშვიდობება, სადაც წარმატების მიღწევა მთელი გულით გვსურდა.

რთულია როდესაც 10 კაცით დარჩენილ გუნდთთან გიწევს ასპარეზობა. მეტოქე მთელი ძალებით იკეტება და სხვაგვარ სტილში იწყებს ასპარეზობას. 

ჩვენთვის ეს მარცხი ძალზედ მტკივნეულია, რადგან სრულებით სხვა გეგმები გვქონდა.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x