ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა კალიარი სტუმრად 1-3 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, ოდნავ პოზიტიური განწყობა შეიქმნა.

გთავაზობთ La Stampa -ს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 6 – სიმეონეს გოლზე ვერაფერს ახერხებს, მაგრამ დუნკანის საჯარიმოზე და სხვა სახიფათო ეპიზოდზე კარგად მოქმედებს.

კუადრადო – 5.5 – ტრავმის შემდეგ სასურველ კონდიციებში ჯერ არ შესულა. აგვიანებს დაცვაშიც და ნაკლებად ეფექტურია შეტევაში.

დე ლიხტი – 6 – ბევრჯერ დაჯარიმდა.. შეტევაში კარგია, მაგრამ უკანახაზში მცირე კონცენტრირების დაკარგვა იგრძნობოდა.

კიელინი – 6.5 – როდესაც ჯორჯო ფორმაშია იგი შეუდარებელია. აბსოლუტურად დომინირებდა საკუთარ მეტოქეზე და ამას ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ახერხებდა.

ბონუჩი – 69 წუთიდან – 6 – მომენტალურად შეეძლო მეოთხე ბურთის გაფორმება. სტაბილური და საიმედოა.

ალექს სანდრო – 6 – საკმარისი ითამაშა, რომ ქულა დაეგროვებინა. იმედი ვიქონიოთ ტრავმა სერიოზული არ არის.

ბერნარდესკი – 32 წუთიდან – 6.5 – ბოლო ხანებში იტალიელმა მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა. კარგად მოქმედებს მარცხენა ფლანგზე. გოლი დაცვის არასწორი ქმედების შედეგია და არა ერთი კონკრეტული მოთამაშის.

კულუსევსკი – 6.5 – შვედმა ბევრად ნაყოფიერი თამაში აჩვენა. არაერთი კარგი დრიბლინგი და საინტერესო იდეები შეტევის განსავითრებლად.

დანილო – 7 – ნამდვილი უნივერსალი დღევანდელი იუვენტუსისთვის. იწყებს როგორც რეჯისტა და ამთავრებს მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მოედნის ცენტრში პირველ ნახევარში საკმაოდ გააზრებული ფეხბურთი აჩვენა. ჩაჭრები, ართმევა, ამოტანა და პრესინგის ქვეშ საიმედო მოქმედებები. ბრავო!

რაბიო – 6.5 – ფრანგი ბოლო ხანებში გაცილებით სტაბილური გახდა და ეს აღსანიშნავი ფაქტია.

კიეზა – 6.5 – როდესაც აჩქარებას აკეთებს, მისი ყურება საინტერესო ხდება და მცველებისთვის პრობლემების შექმნელი. თუმცა, ამ შეხვედრაში ისეთივე ცივსისხლიანი და აგრესიული არ ყოფილა.

რონალდუ – 8.5 – კრიტიკოსებს სამი გატანილი გოლით უპასუხა. ზუსტი, ცივსისხლიანი და კონცენტრირებული. მისმა შედეგიანმა თამაშმა სამი ქულა მოიტანა. შეეძლო პოკერის შესრულება, მაგრამ მატჩის მიწურულს მომენტი ქარს გაატანა.

მორატა – 5 – ლაციოს შემდეგ თითქოს კონცენტრირება დაკარგა.. გეგონება პრობლემები აქვს და თამაშის დროს პერიოდულად ახსენდება, რომლის გამოც მომენტს ანიავებს და არაზუსტ გადაცემებს ახორციელებს.

მაკენი – 69 წუთიდან – 6.5 – გამოდის და გუნდს ყველა შესაძლო სიტუაციაში დახმარების ხელს უწვდის.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

juventino
ამათ თუ მართლა ეგონათ ზიდანივით ვარსკვლავებს მოწყვეტდა რავიცი.ზიდანი ჯერ ანჩელოტი გვერძე იჯდა მერე გახდა მთავარი მწვრთნელი.
მგონი პირლოს 1 სეზონი კიდე დატოვებენ ალბათ. როგორია გეძახიან მთავარ გუნდში მოულოდნელად გამოცდილება 0 რაღაც პირობა ხო უნდა არსებობდეს. ხო ეტყოდა ეგრევე ნახ… არ გამიშვათო დრო დამჭირდებაო. ერთ სტატიაში მაგიტომაც ეწერა ,,ჩემი პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი” . ამათ უფრო უკეთ იციან ვიდრე ჩვენ მაგრამ მაინც ვიტყვი ამ გუნდს რადიკალური ცვლილებები არ ჭირდება. აგრეთვე სამწვრთნელო ბაზაზე რაღაც არის შესაცვლელი რაღაც ნამეტანი ხშირად იტრავმებიან სხვა გუნდებთან შედარებით.გადატვირთულ გრაფიკამდეც ასე იყო!

juventino
juventino
3 years ago

მოდით შევთანხმდეთ იმაზე რომ სერია ა-ს მოგება აღარ არის იმდენად პრიორიტეტული რამდენადაც ლიგის მოგება.გრანდობაზე გვაქვს პრეტენზია და უკვე რამდენი წელია ლიგას ვერ ვეღირსეთ.რამდენი მწვრთნელი და რამდენი ფეხბურთელი არ შეიცვალა.ფინალის ჯადოზე აღარაფერს ვამბობ.თუმცა რა ჯადოზეა ლაპარაკი,კი მახსოვს რეალთან მეორე ტაიმში როგორებიც გამოვიდნენ.რად მინდა რონალდოს 3 გოლი კალიარისთან თუ პორტუს ერთ საგოლე მომენტს ვერ შეუქმნის მთელი თამაშის მანძილზე.ტიპი ისე გაანეიტრალეს თვითონაც ვერ მიხვდა.რატო ვარდებით სახლში 10 კაციან პორტუსთან ვინმემ ამიხსნას.მეტი დამცირება რაღაა. ზუსტად მიესადაგება იუვენსტუსს ინგლისური სიტყვა “looser” !!! უაზროდ გაშვებული-ნაჩუქარი პირველი გოლი (ბენტაკურის დედას რო შ…..ი),მეორე ტაიმის პირველივე წუთზე მეორე გოლი,როცა აქეთ უნდა დააჯდე რასაც ქვია!მეორე თამაში იწყება და აქეთ გვიტევს… Read more »

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  juventino

ვინმე ცოტა მყვირალა მწვრთნელი გვჭირდება თორე ამ გუნდს რაღაც მომენტებში ყვინთავს მოედანზე. ანიელის პირლო რო მოყავდა ესეიგი დიდი მიზნებიც არ ქონია წელს აი ეგ ტეხავს მაგრად ჩვენ უფრო ვნერვიულობთ გუნდზე მგონი ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს. აბა ეხლა დავიჯერო ესენი ვერ ხვდებოდნენ რა ელოდათ ამის ხელში ? რაც მოხდებოდა სავარაუდოდ ძალიან კარგად იცოდნენ. ყველაზე ცუდ ვარიანტში მაგალითად ვინმე წესიერს თუ ვერ შოულობდნენ დაეტოვათ ისევ სარი ეხლა კიდევ უფრო მოხოდილი იქნებოდა. ალეგრიც იმიტო გაუშვეს რო იმასაც მობეზრდა ალბათ ეს ერთი და იგივე სიტუაცია მოთხოვა ტრანსფერები და არ დათანხმდნენ ჯიგრები. მოკლედ ასე თუ გაგრძელდა ლონდონის არსენალად ვიქცევით.

juventino
juventino
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

უეჭველი ეგონათ რო ზიზუსავით გაამართლებდა.ღადაობა ისაა რო უკვე ყველა მიმართულებით გამართლებაზე ვართ დამოკიდებულები.უფასო ტრანსფერებიდან დაწყებული გამოუცდელი მწვრთნელით დამთავრებული.მაგას ისევე დელ პიერო მოეყვანათ,ქე მაინც იუვეს სული და გულია.რომელი მწვრთნელი არ მოითხოვს ტრანსფერს?და თუ მოითხოვს და ვერ მოუყვან ზნაჩიტ ვერც მოთხოვ შედეგს.არ თხოვენ როგორც ეტყობა და ჩვენ გვაწყდება ზატო ნერვები.აიაქსი,ლიონი,პორტუ და მომავალ წელს ვინ იცის კიდევ ვინ გამოგვაგდებს.იარლიკი ავიკარით ლუზერების და ვერა და ვერ მოვიშორეთ რააა!!

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  juventino

+1

Ika
Ika
3 years ago
Reply to  juventino

პსჟ-ზე და სიტი-ზე ვიძახოდი მთელი ეს წლებია მასეთი გამოუცდელი, უისტორიო, უწარსულო გუნდები კიდე დიდი ხანი ვერ მოიგებენ ლიგასთქო… და მგონი ისე მიდის საქმე იუვეზე ადრე ეგენი მოიგებენ…

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

რაც იყო იყო ეხლა სერია ა-ში მაქსიმუმი უნდა დადონ. ინტერი 1 2 თამაშს მაინც გატეხავს რაღაც ეგეთი პირი უჩანს. ეხლა მთავარია ჩვენ ჩვენი თამაშები არ გავტეხოთ ნაპოლისაც მოუგოთ და შეიძლება გავასწროთ. ყველა თამაში ფინალის ტოლფასია მოკლედ რა დღეში ვართ ანიელის შტერობის გამო. პავლიკაც მაგარი დ….

batumski
batumski
3 years ago

ვნახოთ თუ გამოვა ბერნასგან ახალი ძამბროტა,იმედია,დანილო ყოჩაღ..

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

დანილოზე საერთოდ წარმოდგენა შემეცვალა ტიპი არის რობოტი ცენტრში ისე იდგა გეგონება წლებია მაგ პოზიციაზე თამაშობსო. ნამდვილმა იუვენტუსმა გაიღვიძა თორე ასე იოლად ვერ მოვიგებდით მე თუ მკითხავთ. მეორე ტაიმში უბრალოდ ისეირნეს ეგ უკვე მისაღებია და არა იმას რასაც წინა მატჩებში აკეთებდნენ 1 ტაიმში. პარატიჩიმ რონალდო უეჭველი იუვეში დარჩებაო. ის რაც მასზე იწერება სასაცილოდ არ მყოფნისო. სანდრო რატო შეცვალა ნეტა კიდევ 1 ტრავმირებული ვითომ ? დ… ვატირე რა ამ უიღბლობის მართლა.

Last edited 3 years ago by LASHAJUVENTINO
ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

jobda es portustan momxdariyo megobaro

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x