ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო:”იუვე უჩვეულო მდგომარეობაშია”

ალესანდრო დელ პიერო

ალესანდრო დელ პიერო ბენევენტოსთან მატჩზე და არამარტო.. ბიანკონერის კაპიტანი ტურინის გარშემო ბევრ პრობლემას ხედავს, რომელმაც დღევანდელი ვითარება შექმნა:

“ეს არის შედეგი იმ ცვლილებების, რომელიც კლუბმა ორიოდე წლის წინ დაგეგმა. არის შემთხვევები, როდესაც წარუმატებელი პროექტი მაინც აგრძელებს განვითარებას, თუმცა ნურც ის დაგვავიწყდება რომ პირველსავე ხარვეზეც ხურავენ და მიმდინარეობას რადიკალურად ცვლიან.

ანდრეა პირლოს მხარდაჭერა ყველა ვარიანტში ექნება, რადგან სეზონის წინ სრულებით გამოუცდელ ადამიანს ანდეს ისეთი საქმის გაძღოლა, რაც სათანადო გამოცდილებას საჭიროებს.

პირლოს დიდ პატივსვცვემ და მე ის მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა სხვა სახის პრობლემები აქვს.. 

კრიშტიანო რონალდუს სამი წლის წინ ყველანი ბედნიერები შეხვდნენ და რატომ გახდა დღეს ის პრობლემა? მართლა ფიქრობთ, რომ მისი სტატისტკის მქონე ჩემპიონი ვინმესთვის შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს? 

თქვენ ვალდებულები ხართ მის გარშემო შექმნათ გუნდი რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ის სწორედ ამის გამო მოიყვანეს. გაქონდა გოლები, იმარჯვებდა და ეს ყველაფერი სისხლში აქვს! მას შეუძლია ლიგის თასების დალაგება, მაგრამ მარტო? 

არტურის შეცდომაზე საუბარი დიდხანს შეიძლება, მაგრამ ეს იყო 90 წუთში ერთი მოქმედება. დიახ, იუვენტუსში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ის რაც პორტოსთან ვნახეთ გაცილებით მტკივნეული იყო. 

არ ვიცი რა დავარქვა.. კონცენტრირების დაკარგვა თუ გადაწვა. იუვენტუსი გაიძულებს მაქსიმუმი გაიღო.. ენერგია თითქოს არსაიდან ჩნდება, მაგრამ დღეს ეს ღილაკი თითქოს ვიღაცამ გააუქმა.

სიტუაცია რთულია და იუვენტუსისთვის უჩვეულოც კი. წარმატებული წლების შემდეგ ახლა სასწორზე ჩემპიონთა ლიგის ზონაც კი შეიძლება რომ მოხვდეს. ატალანტა ახლა ევროპული თავგადასავლის გარეშეა და ბუნებრივია სიჩქარეს მოუმატებს. 

დღევანდელი სატურნირო ცხრილი საკმაოდ დიდ კონკურენციას გვპირდება და უმჯობესია არა ინტერზე გაკეთდეს ფოკუსი, არამედ ზურგს უკან მივაქციოთ რა სურათი არსებობს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
იკა
იკა
3 years ago

“იუვენტუსი გაიძულებს მაქსიმუმი გაიღო” – აი ეგ დამოკიდებულება იყო შენი და შენნაირების დროს და იღებდით კიდეც მაქსიმუმს… და ახლა დასი*ებული ბავშვებითაა სავსე გუნდი

juventino
juventino
3 years ago

ალექს აიღე სამწვრთნელო ლიცენზია და გვიშველე რამე!!(კორკოტ გვიშველე) ულიცენზიოდაც აჯობებ ამას მარა მაინც დიპლომიანი რო იქნები სალაპარაკო არ ექნება ხალხს

რეალისტი
რეალისტი
3 years ago
Reply to  juventino

პირლო თუ გამოუცდელია დელპო გამოცდილია უკვე? :)

juventino
juventino
3 years ago

ხოდა თუ გამოუცდელი უნდა მოეყვანათ ისევ დელპო მირჩევნოდა.იუვეს სული და გულია და არამგონია ისეთი უსისხლო და უჯიგრო გუნდი ყოფილიყო იუვე როგორიც დღესაა.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

რონალდოს ნამეტანი გაკრიტიკება ცოტა გადაჭარბებულია ნამდვილად. კი არის ეგოისტი ნამდვილად მაგრამ აქ ბევრად უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობს ვიდრე რეალში რო იყო. იუვენტუსის გარდა არცერთ გუნდში არ მინახავს თავისი თანაგუნდელის გოლები აეღნიშნოს. ერთადერთი ჯარიმებს აფუჭებს ძალიან უცნაურად რაც რეალში და მანჩესტერში არ ხდებოდა არც პორტუგალიის ნაკრებში. ბენევენტოსთან ყველაზე მეტი მომენტი მაგას ქონდა ოდნავ არ გაუმართლა. აუ ტორინოსთან რა ელის პირლოს ჯერ არ იცის! ეგენი თამაშობენ თუ თამაშობენ პრესინგს.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  Dutch

ნეტა მოუგოთ! უკვე აღარ ვიცი ვინაა იოლი მეტოქე რა დღეში ვართ წარმოიდგინე. კიდევ კაი პაუზაა იქნებ აზრზე მოვიდნენ.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

zaan martavia ukve vinc grandia is aris ioli metoqe ase ucnaurad tamashobs iuve cels

Juve2003
Juve2003
3 years ago
Reply to  Dutch

სამწუხაროც ეგაა ადმინ რო იუვეა ყველაზე ადვილად გასაშიფრი. ძაან სწორხაზოვან ფეხბურთს თამაშობენ, ყოველგვარი გათვლების გარეშე აგორავებენ ბურთს. . .

batumski
batumski
3 years ago

მარკიზიოც მაგარ გატეხილშია..

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  batumski

tavistavad megobaro

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

martali xar asit

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x