ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”დაბრუნება? არ ვიცი” – ვრცელი ინტერვიუ ექს თავკაცთან

მაქს ალეგრი

  • უმუშევრობის პერიოდი

  • იუვენტუსში განვლილი გზა და შესაძლო დაბრუნება

  • პრობლემები იტალიურ ფეხბურთში

  • მწვრთნელის სამუშაო


დაახლოებით ორი წელია უკვე რაც მაქს ალეგრი ჟურნალისტებს არ შეხვედრია. ტოსკანელმა სპეციალისტმა ღიად ისაუბრა განვლილ პერიოდზე, თუმცა არც მომავალთან დაკავშირებით დავიწყებია პასუხის გაცემა:

“ორი წელია უკვე ასე არ მისაუბრია და იმედი მაქვს სისულელეებს არ წამოვროშავ. რომაზე და ნაპოლიზე ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ სასიამოვნოა აქ თქვენს გვერდით ყოფნა!

იუვენტუსიდან წასვლის პირველ წელს ფეხბურთისთვის არ მიყურებია, თუმცა მომდევნოდან ეტაპობრივად კლუბების ცხოვრებით დავინტერესდი. დავიწყე რიგ მატჩებში ცვლილებების პროგნოზირება და სიმართლე ითქვას ვერცერთი ვერ გამოვიცანი. 

ბაიერნმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თამაშის სტილი და სიჩქარე აღფრთოვანებას იწვევს. 

ახლა მშვენიერი დროა იმისათვის, რათა იტალიური ფეხბურთის მდგომარეობაზე დავფიქრდეთ. თავადაც ხედავთ რომ კლუბებმა ევროპული ვოიაჟი ვადაზე ადრე დაასრულეს. 

იყო დრო როდესაც ადამიანებს ლამაზი ფეხბურთის გამანადგურებლად მივაჩნდი, მაგრამ ბალანსის შენარჩუნება არის უპირველესი. მის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

გაუთავლებლად მესმოდა კრიტიკა დაცვიდან თამაშზე, მაგრამ აქ უფრო სიღრმისეული ანალიზია საჭირო. ყოველ მოქმედებას თავისი მიზანი აქვს.. ახლა გუნდები შეტევას სწორედ დაცვიდან დაწყებულ თამაშზე აწყობენ.

მთავარია ფეხბურთელები მოწინავე პოზიციებზე დავაბრუნოთ. არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს ეწერებოდეს.. თითქოს ესა თუ ის მოთამაშე ამა თუ იმ თავკაცთან ავლენს ყველაფერს. დიახ, ჩვენ ვირჩევთ შემსრულებლებს, მაგრამ მთავარ მოქმედებებს ისინი ახორციელებენ..

ბევრ მოთამაშესთან მიმუშავია რომლებისგანაც საჭირო თვისებები შევიძინე და ვისწავლე. მაგალითად თასის ფინალში დანი ალვეშმა თამაშის დაწყებიდან 15 წუთში მითხრა, რომ ინსინიეს წინააღმდეგ პერსონალურად სურდა თამაში, რადგან იტალიელი პრობლემებს აჩენდა. მოვუსმინე, გაავანალიზე და დავეთანხმე. 

ინგლისი და ესპანეთი? მიმზიდველი ქვეყნებია, მაგრამ საინტერესო წინადადება არ მომისმენია. საერთოდაც ბედნიერი ვიქნები თუ კარიერას იტალიაში გავაგრძელებ.

იუვენტუსს უბრალოდ არ გაუმართლა ამ ორ დაპირისპირებაში და შესაძლოა სადაო საგანია, თუმცა უფრო მეტადაც იმსახურებდა მომდევნო ეტაპზე გასვლას.

სასიამოვნოა ტექნიკური მოთამაშეების ხილვა. საჭიროა აკადემიებში მსგავსი სტილის ფეხბურთელებს მეტი გასაქანი მიეცეს, რადგან ასეთი ინდივიდები ქმნიან შოუს.

მე და არიგო საკი ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით. არის მზაობა რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელსაც 10 განსხვავებული ადამიანი თამაშობს, რომლებიც ვალდებულები არიან ბურთი სწრაფად გაათამაშონ.

ადამიანები რატომღაც ნეგატიურ მოვლენებს იხსენებენ და სრულებით ავიწყდებათ კარგი ეპიზოდები, რომელიც იუვენტუსში არაერთი მქონდა. სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და ლოგიკური დასასრული.

გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მიიღო რომელიც ჩემი კარგი მეგობარია და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

5 წლის მანძილზე სრული ჰარმონია სუფევდა, რომლის განმავლობაში რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი გადავდგით. არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ აქ შესანიშნავი დრო გავატარე.. მართლა ბოლომდე გავერთე და ვისიამოვნე.

სადაც მიმუშავია თითოეულის მიმართ თბილი გრძნობა მაქვს. აქედან გამომდინარე მილანს, იუვენტუსს და კალიარის თვალს აქტიურად ვადევნებ.

ვიყავი თუ არა განთავისუფლებით იმედგაცრუებული? სამსახურის დაკარგვა არავის უყვარს.

მწვრთნელის სამუშაო? რთული ასახსნელია.. არის ორი ტიპის პროცესი – ერთი რომელიც შაბათამდე ხორციელდება და მეორე რაც უშუალოდ კვირას ხდება.

კვირის ბოლო დღე ხდება სრულებით მოულოდნელი პროცესების ნაერთი და აქ გადაწყვეტილების მიღება წამის მეასედშია საჭირო. რადიკალურად სხვა სამყაროა, თავისი წესებით და კანონებით.

განსხვავებული ტიპის მოთამაშეებთან საუბარი, მათი დასჯა თუ შეწყალება – ასეთ რამეს წიგნში ვერ წაიკითხავთ. ეს ისეთი რამ გახლავთ, რაც გამოცდილებით გროვდები და საკუთარ თავში რამდენიმე ფაქტორს წონი.

შენ პატივსცემ ფეხბურთელებს და ანალოგიურადაც იმავეს გრძნობ. ეს მახასიათებელი უნდა გქონდეს, რათა საერთო საქმე წარმატებულად გამოვიდეს.

სხვა ნიუანსია სოციალური ქსელები. დღეს ის ხომ ასეთ ტრენდშია.. ტექნოლოგიური პროცესი საკუთარი ტემპით განაგრძობს არსებობას, განვითარებას და იგი ისეთი სწრაფია, ამ პროცეში მონაწილეობა აუცილებელი ხდება. 

ეს მცირე ჩამონათვალია იმის თუ რას ნიშნავს დღევანდელი მწვრთნელი. მის მხრებზე ბევრი რამ დევს, მაგრამ პირველ რიგში სპეციალისტი ვალდებულია ფეხბურთელებს ემსახუროს და არა პირიქით.

დიდ ფეხბურთელებს ბრძოლა სურთ. მათ ზონური პრესინგი ან მეურვება არ ადარდებთ. მახსოვს პატარაობაში მწვრთნელები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ წარმატებული ასპარეზობისთვის ბურთის სწრაფი მოძრაობაა საჭირო.. ის კი ამას დამოუკიდებლად ვერ იზამდა.

რეალთან მატჩი კარგად იყო დაბალანსებული, მაგრამ სამწუხაროდ ის გუნდი დამარცხდა რომელმაც თავი მეტოქეზე ცუდად დაიცვა. როდესაც გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ თითქმის თანაბარი შემადგენლობებით ხვდებიან, გადამწყვეტი ხდება ერთმა მეორეს გოლების გატანაში ხელი მაქსიმალურად შეუშალოს.

სამეფო კლუბისგან შემოთავაზება სამი წლის წინ მივიღე, მაგრამ მაშინ ბიანკონერის ხელმძღვანელობას დავპირდი რომ მინიმუმ ერთი წლით იუვენტუსში ვრჩებოდი.

დაბრუნება? იქ ახლა ანდრეა პირლოა რომელიც საქმეს კარგად უძღვება. ამ ეტაპზე რაიმეს თქმა შეუძლებელია.

არ ვიცი ახლა რა აკლიათ. იტალიის თასის ფინალში გავიდნენ და სერია ა-ში ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფებიან. თუ ეს ასე მოხდება და ინტერს მეტად მიუახლოვდებიან, სიტუაციიდან გამომდინარე წარმატებულ სეზონად ჩათვლიან. 

ნუ დაგვავიწყდება რომ კოვიდმა ყველანაირ გეგმას დიდი ზიანი მიაყენა. ტექნიკური თვალსაზრისით ფედერიკო კიეზა კარგად მუშაობს, ალვარო მორატამ ეფექტურად დაიწყო მაგრამ ვირუსმა სიჩქარის დაკლება აიძულა.  ნახევარდაცვა სრულად შეიცვალა. ანდრეა ბარძალის წასვლამ ხარისხი დააგდო, ხოლო ჯორჯო კიელინი ტრავმებმა დატანჯა.

ასეთ დროს გუნდის სული უნდა აღორძინდეს. ფეხბურთელებმა სიმშვიდე იპოვონ, რადგან ისინი მანქანები არ არიან. 

კარპისთან ჩემი რეაქცია? სადღესასწაულო დღეების წინ გვქონდა შეხვედრა და სულ ვაფრთხილებდი ფეხბურთელებს, ჩემთვის კარგი განწყობა არ გაეფუჭებინათ. თამაშის სცენარმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და აქედან გამომდინარე ნერვების მოთოკვა არც მიფიქრია.

არ ვიცი ერლინგ ჰალანდი ბუნდესლიგაში რატომ გადავიდა, მაგრამ შემიძლია ნიჭიერ იტალიელებზე საუბარი. დღეს, ტექნიკური ხასიათის პრობლემები გვაქვს. რატომღაც რობერტო მანჩინისგან ევროპის ჩემპიონატის მოგებას ითხოვენ, არადა ყველა კლუბი დაემშვიდობა ევროპულ ასპარეზს.

ჩვენი სისტემა სრულებით უნდა შეიცვალოს და აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდეს. მეტი შანსი უნდა მივცეთ. ხომ იყო გეგმა რომელიც ბ გუნდებს გულისხმობდა? საქმე საქმეზე მარტო იუვემ გააკეთა.

ბუფონი, ბარძალი და კიელინი? მართლა უყვართ დაცვაში ყოფნა.. იუვენტუსში პირველი თამაშის შემდეგ რომელიც პარმასთან ჩატარდა, მახსოვს სტატისტიკას ვერ ვიჯერებდი. ბუფონს თამაშში 39 წამი ქონდა ბურთი. ვუთხარი, რომ თუ ასე გააგრძელებდნენ ბუფონს საერთოდ მოვხსნიდი. 

ყველაფერში საჭიროა ბალანსი.. დაცვაში თამაშის დროსაც.

ლიდერია ის ვინც პრობლემის გადაჭრის გზას იპოვის. თუ მკითხავთ როგორ უნდა გავხდე მწვრთნელი ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. შესაძლოა დონ ფაბიომ იცოდეს.

ინტერმა მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა და ანტონიო კონტე აპლოდისმენტებს იმსახურებს. არიან კრიტიკოსები რომლებიც შარშანდელთან შედარებით ღიად აცხადებდნენ ორ ცვლილებაზე.. ეს ორი ცვლილება გახდა შემადგენლობის 20%-ი. პლიუს გუნდი მეტად შეთამაშდა, ხოლო ნიკოლო ბარელა გაიზარდა. 

შესაბამისად მომდევნო სეზონში ნერიაძურის ყველაფერი აქვს რათა ლიგაზე კარგი სეზონი ჩაატაროს. 

კრისტიან ერიქსენს იგივე უნდა გაევლო რაც პაულო დიბალას. პალერმოდან მოსვლის შემდეგ ვუთხარი, რომ ცენტრ ფორვარდად ვერ ითამაშებდა. პალერმოშიც ამ პოზიციაზე კი იდგა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოდან 50 მეტრის მოშორებით მოქმედებდა.

ამიტომაც სიღრმეში ჩამოვწიე, სადაც გუნდს შეტევის ორგანიზებაში დაეხმარებოდა. ერიქსენი ინგლისიდან მოვიდა, სადაც ტაქტიკებს დიდ ყურადღებას არ უთმობენ. აქედან გამომდინარე სივრცე უფრო მეტი ეძლეოდა და გადაცემას იქ ასრულებდა სადაც სურდა.

იტალიაში კრისტიანი უნდა ჩამოწიო 10 მეტრით ქვემოთ
1
ეთანხმებით?x
.. ასეთ შემთხვევაში პრობლემა გადაიჭრებოდა და რეჯისტაზე მშვენივრად ითამაშებდა. 

კრიშტიანო რონალდუ სხვების მსგავსად შეცდომებს უშვებს, მაგრამ მისნაირად მეურვეს ჩამოცილდეს და საჯარიმოში შეფრინდეს, ბევრს არ ძალუძს. ამ მხრივ პორტუგალიელი ალბათ საუკეთესოა. ტყუილად არა აქვს ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის 5 ტიტული და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოები მოგებული.

პარტნიორებმა უნდა გამოიყენონ და შეავსონ ზონები რომელსაც პორტუგალიელი ქმნის. საწყალი მარიო მანჯუკიჩი.. მთელი კარიერის განმავლობაში არ ურბენია იმდენი, რაც ამ წლებში. ძალიან მიყვარს მარიო! ფანტასტიკური ფეხბურთელია.

რონალდუ თუ მესი? ორი რადიკალურად განსხვავებული მოთამაშეა. ერთი რაღაც ასპექტებშია უკეთესია მეორეზე, ისევე როგორც სხვა დეტალებში მეორე პირველზე. 

ხუთი ფორვარდის გვარი? ბენზემა, ლევანდოვსკი, იგუაინი რომელიც ჩემი გადმოსახედიდან დიდებული შემტევია. იბრაჰიმოვიჩი.. კინიც მომწონს მაგრამ პოლონელის დონემდე ჯერ კიდევ უკლია. ჰოლანდს ტექნიკაზე აქვს სამუშაო, მაგრამ ძალა არნახულად დიდი აქვს. 

აი ბენზემა კი წარმოუდგენლად კარგია! ყველა წავიდა ის კი რჩება და ლიდერობს.”

4.6 5 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
იკა
იკა
3 years ago

უამრავ რამეში ვეთანხმები… განსაკუთრებით იმაში რომ სრულიად უნდა შეიცვალოს იტალიური ფეხბურთი… იმაში რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის ორმხრივი პატივისცემა იყოს… მარიო მანჯიკიჩშიც ვეთანხმები…
კარგი იქნებოდა ეს ყოფილიყო იუვეს ფერგიუსონი… თუმცა აწიც შეიძლება ეგ… თან 2 წელის შორიდან აკვირდება ფეხბურთს და ბევრ რამეს უკეთესად და განსხვავებულად შეხედავდა, მათ შორის თავის ცუდ მხარეებსაც…

ეს კინს ათამაშებდა, აძლევდა დროს და მანჯუ გუნდის ერთ-ერთ ბირთვად ჰყავდა (სჭირდება მისნაირი ფეხბურთელები იუვესნაირ გუნდს, თუნდაც თამაშით ვარსკვლავებს ვერ წყვეტდეს) და სარიმ ორივე გაუშვა… მართლა სარი უნდა თხარო სარის რა… Coming soon Mad Max to Juve!

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

მოდი მაქს მოდი პავლიკას გაარტყა მთელმა საქართველომ!

Juve2003
Juve2003
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ბიჭო ეს მაგარი იგროკები რა თავ*ლეები გამოდგნენ ამ მმართველობაში. ვახხ

Juve2003
Juve2003
3 years ago
იტალიაში კრისტიანი უნდა ჩამოწიო 10 მეტრით ქვემოთ" Read more »

100%ით

batumski
batumski
3 years ago

ვაახხ,ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ,ცოტათი ჯიუტი,ამავდროულად უცნაური თუმცა ღრმად ჩახედული მოაზროვნე..

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x