ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ცვლილელების დრო დადგა? ახალი პროექტის მოლოდინში

ანდრეა ანიელი

  • მთავარი მწვრთნელის საკითხი

  • სატრანსფერო სიახლეები – წასვლა/მოსვლა


ტურინში ახლა დაძაბულობა სუფევს. კლუბის გარშემო უამრავი სიახლე ქვეყნდება, როგორც სამწვრთნელო კუთხით, ასევე სატრანსფერო მიმართულებითაც.

პირველ ეტაპზე ბუნებრივია წამსვლელთა გრძელი სია იწერება. ასეთ რამეს უკვე შეჩვეულები ვართ. როდესაც საქმე დაგეგმილი კურსით არ ვითარდება, პრესის წარმომადგენლები შემადგენლობის 50%-ს ბორტს მიღმა ტოვებენ.

თუმცა, ყველაფერს თანდათანობით გავუყვეთ და პირველ რიგში მწვრთნელის თემას შევეხოთ.

ანდრეა პირლოს დარჩენილ შეხვედრებში დიდი ოფლისღვრა დაჭირდება, რადგან სიტუაცია ბენევენტოსთან მარცხის შემდეგ მცირედით შეიცვალა. კონკურენცია წლევანდელ სეზონში რადიკალურად განსხვავებულია.

სკუდეტოსთვის ბრძოლა ისედაც მისტიკურად გამოიყურებოდა და ამ მარცხმა ზედიზედ მე-10 ჩემპიონობისკენ სწრაფვა წმინდა გრაალის ძებნას დაუახლოვა.

აქ პრობლემა არა იმდენად ანგარიში იყო, არამედ საქმისადმი მიდგომაში.. ფეხბურთელები თითქოს მენტალურად არიან გატეხილები და მინდორზე არ იგრძნობოდა იდეა, სტრატეგია და ერთიანობა.

სწორედ ამ დეტალებს დააკვირდება ანდრეა ანიელი და აპრილში დაგეგმილ ტრადიციულ შეხვედრაზე პირლოს მომავალი საბოლოოდ გაირკვევა.

ჯერჯერობით გადაჭრით რაიმეს მტკიცება აბსურდია. თუმცა, ტუტოსპორტი მაქს ალეგრის გუშინდელ ინტერვიუს გვერდს არ უვლის და ხაზს უსვამს ტოსკანელის თბილ დამოკიდებულებას ტურინელთა მიმართ.

დღეს, ზემოთხსენებული წყარო გუნდის მომავალ თავკაცად სწორედ შეშლილ მაქს მიიჩნევს. ისტორიას ასეთი რამ უკვე ახსოვს – შორეულ 90-იანებში ჯოვანი ტრაპატონი ჯიანი ანიელის გადაწყვეტილებით დაბრუნდა და ამას ბიანკონერისთვის ცუდი შედეგი არ მოუტანია.

კარგით.. მოვიდა ალეგრი რომელსაც მოედნის ცენტრში ისევ ის აურზაური დახვდა, რის მოგვარებასაც წლების მანძილზე ითხოვდა. ფეხბურთელს, რომელიც გაუძღვება თამაშს, შეთავაზებს ტემპს, დაიჭერს მაღალ სიჩქარეს ბურთის ვერტიკალურ მოძრაობაში და ასე შემდეგ..

ამ მხრივ პირველ ნომრად მანუელ ლოკატელის განიხილავენ, რომელსაც ერთი სული აქვს თუ როდის დატოვებს სასუოლოს და გადაბარგდება ტურინულ გრანდში. ფაბიო პარატიჩი დიდი ხანია ამ ტრანსფერზე მუშაობს და წესით მოახლოებულ ზაფხულში მხარეები ერთმანეთს “თბილად ჩაეხუტებიან”.

ამ შემთხვევაში ფაბიოს მხრიდან გაყიდვებს უნდა ველოდოთ. აარონ რემზი და ადრიენ რაბიო მთავარი კანდიდატები არიან.

ფრანგი უელსელისგან განსხვავებით უკეთ გამოიყურება, მაგრამ ციდან ვარსკვალვებს ვერ წყვეტს. ბევრი მიიჩნევს თითქოს რაბიოს პრობლემები ტაქტიკასთან არის დაკავშირებული, რაც იდეას მოკლებული არაა თუმცა ფაქტი ჯიუტია – სტაბილურობა მისი ძლიერი მხარე არ არის, რაც გუნდს ძვირად უჯდება.

რემზის დამატება პრემიერ ლიგის გუნდებს სურთ. უყურეს მის იტალიურ ვოიაზჟს, სადაც აარონი ტაქტიკურ სქემებში იკარგება და გადაწყვიტეს ბრიტანელი ნისლიან ალბიონზე დააბრუნომ. კლუბები? ვესტ ჰემი ერთ-ერთია.

აი რაბიოთი გაძლიერება დღეისათვის ინგლისის საუკეთესო კლუბს – მანჩესტერ სიტის მოუნდა. პეპ გუარდიოლა ადრიენში იმ თვისებებს ხედავს, რომელიც მისი აზრით გუნდს გამოადგება. თანხა? არაფერია ცნობილი.

დუგლას კოშტაც დიდი ალბათობით კარიერას იტალიის ფარგლებს გარეთ გააგრძელებს. ინგლისი ერთ-ერთი ვარიანტია.. ისევე როგორც მერიჰ დემირალისთვის. თურქის მომავალი ჯორჯო კიელინიზეა დამოკიდებული.. თუ კაპიტანმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაშინ ბიანკონერი სასუოლოს ექს უკანახაზელს Ciao -ს ეტყვის და წარმატებებს უსურვებს.

დღევანდელი დღისთვის ეს არის მთავარი სიახლეები რომელიც იუვენტუსის გარშემო გამოქვეყნდა.

პირველ რიგში ხაზი გავუსვათ იმ ფაქტსაც, რომ პორტოსთან მარცხი არავის დავიწყებია. აქედან გამომდინარე, სიახლეები რომლებიც იტალიურ მედიაში ვრცელდება უმეტესწილად მაინც ცხელ გულზეა.. ან უფრო სწორად მასაზე გათვლილი, რომლებიც ყვებიან აგორებულ ემოციურ ტალღას ..

თუმცა, თუ პირლო და კამპანია ბენევენტოს დარ გუნდებთან ქულების სტაბილურად დაკარგვას გააგრძელებენ, მაშინ ამ ტალღას ანიელიც მარტივად შეუერთდება და მაესტროს კარისკენ მიუთითებს.. მის ადგილზე ბევრი კანდიდატურა სახელდება.. ალეგრიზე უკვე ვისაუბრეთ.. თუმცა, აქა იქ ზინედინ ზიდანის გვარმაც გაიჟღერა..

4.5 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

didi xani dadga ukve amis dro

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ნეტა ალეგრი დაბრუნდეს რა ამ სასტავით სერია ა-ს გუნდებს გადაუვლის განსაკუთრებით ბენევენტოსნაირებს!
ლიგას რაც შეეხება ბევრად უფრო უკეთეს შედეგს დადებს. კიელინი ძალიან ზედმეტია აგრეთვე რემსი და ძირითადის სასტავიდან ყველაზე მეტად სანდრო არ მომწონს საშინლად ანელებს ტემპს. ვინმეს ცენტრში თუ დაიმატებენ რაბიო გაუშვან.გოსენსი და ლოკატელი დაიმატონ მწვრთნელად ალეგრი და ეგაა. მე ვფიქრობ რო დიდი დრო არც დაჭირდება გუნდის მოსახოდად. ზიდანს საერთოდ არ მჯერა რატომღაც მგონია რო არ მოუხდება იუვეს.

juventino
juventino
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ლოკატელის დონის ნახევარმცველი უშველი იუვეს ვითოომ?მაგრად არ მჯერა მე მაგ ამბის.დარწმუნებული ვარ მაგის დამატებით დიდი არაფერი შეიცვლება.მე მაგ ბიჭში რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ აგერ ამდენიხანია ვაკვირდები.ბერარდის არ იყოს ეგეც რაღაც უაზროდ გაპიარებული ტიპია.იტალიის საშუალო გუნდიდან მასეთი ტრანსფერები რომელი ერთი გინდა რო გავიხსენო რომელმაც ვერ გაამართლა.აგერ კულუსევკი მაგალითია.ერთი კიეზა ამართლებს აგერ და მაგას კი ეტყობოდა ფიორეშიც რა ჟილკა ტიპიც იყო.ჭვიანი ფეხბურთელების დეფიციტია გუნდში.ბურთის დამჭერი,პასის მიმცემი და ა.შ. უკან კვადრატობანა რო კარგს არაფერს მოგვიტანსთქო კი ვწერ ყოველ კომენტარში და აგერ შედეგებიც.საიდან იგონებენ ასეთ პასებს.ამას ბავშვს რო აკადემიაში მიიყვან იმათ ასწავლიან პირველ რიგში და ამხელა გუნდის ფეხბურთელებს რა ჯანდაბა ჭირთ!პირლოსი მართლა მესმის როცა… Read more »

Last edited 3 years ago by juventino
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  juventino

რეალურ ტრანსფერებზე ვოცნებობ თორე უკეთესებიც არსებობენ :) ასე მიგვაჩვია ანიელიმ. კი არი ხოლმე შემთხვევები სადაც მწვრთნელი არაფერ შუაშია. უკან პასების დაბრუნება და აპასნი გადაწყვეტილებები ყოველ მატჩში რაღაც ახალი მოდაა კონტედან მოყოლებული ასეთი რაღაცა ჯერ არ მომხდარა. აქედან რამის დასკვნა ცოტა რთულია მაგრამ მე მგონია რო პირლოს კარგი იდეები აქვს მარა რაღაცას სწორად ვერ უხსნის ფეხბურთელებს. გადმოცემის უნარი არ აქ მგონი.

juventino
juventino
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

მე უფრო სარის ვაბრალებ ამ ვაი ტიკიტაკას მცდელობებს.შთაბეჭდილება მრჩება რო თუ რომელიმე მოიშორებს ბურთს იმას მაგრად მიტისკავენ და ესენი გამწარებულები ატენიან ბურთს ერთმანეთს!!რამდენჯერ გადავრჩით შემთხვევით,მაგრამ ყოველთვის რო ვერ გაგვიმართლებს იმიტომაც გამოგვაძრობინა პორტუმ.ხოდა მეც ეგ მიტყდება რო რეალური ტრანსფერი ლოკატელია და პირლოც ისე გამწარებული ითხოვს მაგ ტრანსფერს გეგონება მაგით მოგვარდება ეს ქაოსი.მე მაგალითად თავდასხმაში ზაპატას მოყვანაზე ვიჩალიჩებდი.ლუკაკუს ტიპის ფორვარდია და ბურთზე მაგრად იწევს.აგრესია აკლია გუნდს.პრესინგზე თუ ადიან სინქრონში არ ხდება და ეგეთ პრესინგს რა აზრი აქვს.დაცვაში უამრავი შეცდომა,ნახევარდაცვა არ გვყავს,თავდასხმაში რონალდო ცალკე,მორატა თითქმის სულ აფსაიტში და ასე….შეკრული იუვენტუსი სადღაა?სადღა არიან იუვენტინოები?კულუსევსკისნაირები სულ ყავდა იუვეს (იაკინტა,ამაური და დალშე…) მარა ბირთვი იყო ისეთი… Read more »

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  juventino

ფეხბურთელები სუ გამოაშტერეს ამდენი ცვლილებებით.მოიყვანეს სარი 1 წელში კიდე გამოუცდელი პირლო რომელიც პირველივე დღიდან რადიკალურ ცვლილებებს აწვება იმის მაგივრად რო ეტაპობრივად შეიტანოს გუნდში ცვლილებები. გუნდს ასე უჭირს და ექსპერიმენტობებიც მოინდომა. რა დროს ბერნარდესკის დაცვაში დაყენებაა როდესაც თავის პოზიციაზეც ვერ ქაჩავს. დე ლიხტსაც როგორ აპრესინგებენ დააკვირდი. ვერ გავიგე სიტუაცია თუ მოითხოვს არ შეიძლება აუტზე გადააგდონ ბურთი ან კუთხურზე ? ვერ არიან ესენი რა მართლა!

juventino
juventino
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ხო,აშკარაა რო ისე ჯიუტად არ იგერიებენ უეჭველი დავალება აქვთ მიცემული რო კვადრატით ამოიტანონ ბურთი,მაგრამ ამ ყველაფრად ღიირს ეგ?კი ძალიან ცუდ დღეშია ეხლა გუნდი და საშინელ თამაშს აჩვენებს მაგრამ პორტუსთან ასეთი სასაცილო გოლებით გავიგდეთ თავი.ნუ ბერნას მცველობა საერთოდ რატო მოუვიდა თავში აზრად მაგასაც ვერ ვხვდები.ყველაზე ცუდი ისაა რო მინიმუმ მომავალ სეზონშიც არ უნდა ველოდოთ არაფერს და იმის იქით კიდევ ვინ იცის რამდენიხანი მოგვიწევს მარტო “იმედით” ყურება

batumski
batumski
3 years ago

გოსენსი,ბარელა,პოგბა,სონი,იკარდი..მმიყვანეთ ეგ სასტავი..

batumski
batumski
3 years ago

დე-ლიხტი,კიეზა,მორატა..ვფიქრობ ამ სამეულის ირგვლივ უნდა აეწყოს გუნდი ია ტაკ დუმაიუ..

batumski
batumski
3 years ago

რაბიო გასაშვებია ულაპარაკოდ,რემზი ტრავმიანია,ბენტა ვერ განვითარდა,მაკენიც არ მმწონს დიდად(ციყვივით რო დახტუნაობს ეგ არაფერს ნიშნავს)კოსტა ჟუნიორ ვინიციუსს დვაა,არტური საერთოდ არაა იუვეს სტილის,დემირალია და ქაჯობები ყელში ამოვიდა(ჟილკიანი სტურაროც გვყავდა,აზროვნება თქვი)კულუსევსკიში კიდე ამ ბედოვლათებმა 45 მლნ გადაიხადეს(აზრზე არაატიპი)სანდროს მკლებული აქვს(იდეაში გოსენსით უნდა ჩანაცვლდეს)დანილო არასდროს მომწონდა(მიუხედავად იმისა რომ კარგ სეზონს ატარებს)ბონუჩი პოზიციურად ბევრს სცოდავს,კიელო დაგვიბერდა(ტრავმები ცალკე თემაა)

იკა
იკა
3 years ago
Reply to  batumski

გაგრძელება: დიბალა ვერა და ვერ გახდა სუპერვარსკვლავი და დარჩა სამუდამო პერსპექტიულა და თან ჭირვეული ბავშვია (ტრავმები ცალკე თემაა), მორატა ხასიათის ფეხბურთელი და არასტაბილურია, ბერნანდერსკი ცალსახად *ლე, დელიხტი ისეთი მწვრთნელების ხელში მოხვდა (სარი და პირლო), რომლებმაც დაცვის ტაქტიკა და თამაშია რ იციან და ა*ლევებენ, ალეგრის ხელში გახდებოდა მხეცი, რონალდო ეგოისტი და არაგუნდური და წელს მნიშვნელოვან თამაშებს აგდებს, კუადრადო გადამწვარია და ეს თამაშში მილიონჯერ ერთი და იგივე სახის ფინტი (და იშვიათად გამოდის) და ერთი და იგივე ტიპის ჩაწოდებები… და ნუ ვინ დარჩა რო რამე ქნას… ბევრიც გასაშვებია და ზოგადად განწყობა, მუხტი, დამოკიდებულება, მოტივაცია აი ამ კუთხითაა პრობლემები გუნდში და ამ კუთხითაა სამუშაო

batumski
batumski
3 years ago
Reply to  იკა

მართალი ხარ მეგობარო..რეალობაა და ვერ გავექცევით,იმის მეშინია მილანი არ დაგვემართოს..

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x