ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური – ბოლო 24 საათის მთავარი სიახლეები

სატრანსფერო სიახლეები

  • დიბალა

  • მორატა

  • რაბიო


Gazzetta იუვენტუსის წინა ხაზზე კონცენტრირდება და საინტერესო სიახლეებს გვიზიარებს.

არ არის გამორიცხული იუვენტუსმა უარი თქვას ალვარო მორატას გამოსყიდვაზე, რომელიც ბიანკონერის ჯამში 40 მილიონზე მეტი დაუჯდება.

კიდევ ერთხელ ამოტივტივდა არკადიუშ მილიკის გვარი, რომელსაც ტურინს უკვე წლებია უკავშირებენ.

ოლიმპიკთან შეთანხმების საფუძველზე მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ ოლიმპიკი ვერ გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას, მაშინ პოლონელი კლუბს 12 მილიონად დატოვებს.

ტურინელები მზად არიან ამ პუნქტის ამოქმედებისთვის თუ რა თქმა უნდა ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ამას იტალიელები ელიან.

პაულო დიბალას საკითხი სერიოზულ პრობლემად ყალიბდება, რადგან მხარეებს შორის კომუნიკაცია საერთოდ აღარ მიმდინარეობს. დღეისათვის გუნდი მის დაბრუნებას მოუთმენლად ელის..

ბოლო ცნობებით დიბალას აგენტს იუვენტუსი აპრილის ბოლოს დაუკავშირდება და თუ მხარეებმა საერთო ენა გამონახეს, მაშინ კონტრაქტი გახანგრძლივდება.. წინააღმდეგ შემთხვევაში პაულო კლუბს ივნისშივე დატოვებს და მისით არაერთი გრანდია დაინტერესებული.

დუგლას კოშტას მომავალი იუვენტუსსთან არ ასოცირდება. ფეხბურთელს დიბალას მსგავსად კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება და ბაიერნი მის გამოსყიდვას არ აპირებს.

არის ვარიანტი გრემიოსთან, მაგრამ მოთამაშის ანაზღაურება რომელიც სეზონში 6 მილიონს შეადგენს, დიდ პრობლემებს ქმნის.

და ბოლოს ადრიენ რაბიო.. ბოლო ხანებში ფეხბურთელით ტოპები დაინტერესდნენ, რომელთა სიაში მანჩესტერ სიტი და ბარსელონაც შედიან.

კაპიტალის ზრდის თვალსაზრისით, ეს საკმაოდ მიმზიდველი შესაძლებლობაა და იუვენტუსი სიტუაციით სარგებლობს არ გამორიცხავს. მთავარია ბიანკონერის მაგიდაზე რა შეთავაზება ექნება..

4.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
3 years ago

მორატას სავარაუდოთ გაუხანგრძლივებენ ი ჯარას ერთი წლით

iobidze jondo
iobidze jondo
3 years ago

ჩემის აზრით მორატაში 40 მილიონი ძვირია, მეორეც დიბალა არ არის გასაშვები, მაგრამ მისი მიოთხოვნაც არა რეალურია, თუ მიაღწევენ შეთანხმებას და დიბალა იუვენტუსში დარჩება კარგი იქნება,

ლევან
ლევან
3 years ago

კაროჩე რა გაახურეს საქმე რა….. ეს ფულის კეთება რა ვერ დათმეს… 40 მილიონი გადახდა არ გვინდა აგერ მილიკია 12 მილიონად… როდემდე უნდა გაგრძელსეს ეს ფულის ჟოშკვა მე არ მესმის რა

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

იმედია ჭკვიანურად იმოქმედებენ

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ეს დიბალაც ცალკე თემაა.მთელი სეზონი გამოტოვა რას ითხოვს ერთი? არცერთი გუნდი არ გადაუხდის მაგხელა ხელფას ამას. ამათ უნდათ გვარდიოლა ან ვინმე ისეთი ნაგიჟარი ცოტა აზრზე მოვიდნენ. კონტეს ეგ პლიუსი ქონდა არავის არ აბლატავებდა. ან ანიელიმ უნდა იკაცოს გამოვიდეს და განაცხადოს რო ვისაც არ მოწონს იუვეში წააცვას გუნდიდან ვოტ ტაქ.

Last edited 3 years ago by LASHAJUVENTINO
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

გამოისყიდონ მორატა უკეთეს ვერ იშოვიან მაგ პოზიციისთვის.თავიდან კარგად დაიწყო მერე აურიო! ნუ ისეთ ბანძ ფორმაში ვართ ამ იუვენტუში თავის გამოჩენა ადვილი არაა.

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x