ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მემფის დეპაი – გემრიელი ლუკმა სატრანსფერო ბაზარზე

ფაბიო პარატიჩი

მემფის დეპაი ბევრისთვის არის გემრიელი ლუკმა. ჰოლანდიელი შემტევი რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტი ხდება და ბუნებრივია მისი დამატება არაერთ კლუბს სურს.

მათ რიცხვში იუვენტუსიც შედის.. იტალიური მედიის მტკიცებით მხარეებს შორის დიალოგი დაახლოებით სამჯერ შედგა.. თუმცა, კონკურენცია საკმაოდ დიდია.. ბარსელონა, სიტი და პსჟ ანალოგიურად გამოხატავენ მისდამი ინტერეს:

“ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ასეთ მდგომარეობაში პირველად ვიმყოფები.. აქამდე არ ყოფილა ჩემს კარიერაში ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტი გავხდებოდი..

მეორეს მხრივ კონტრაქტის გახანგრძლივებაც უცხოა.. არ გამოვრიცხავ ეს ასე რომც მოხდეს, მაგრამ თავად ფაქტი პირველად ხდება. 

სად მირჩევნია კარიერის გაგრძელება? ვერაფერს გეტყვით. მოვითმინოთ გარკვეული ხანი და ყველაფერს შეიტყობთ.. პირველ რიგში თავად უნდა ჩამოვყალიბდე, რის შემდეგაც ყველა კითხვას ღიად ვუპასუხებ.”

მიმდინარე სეზონში მემფისმა 31 შეხვედრაში 15 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დააფიქსირა.

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

მაგარი იქნება ამის მოყვანა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x