ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლოკატელი და აუარი – ნახევარდაცვის Upgrade, თუმცა..

Corriere მანუელ ლოკატელის და ჰუსემ აუარის ტრანსფერებზე საუბრობს, რომელიც ბიანკონერისთვის პრიორიტეტულ სიაშია მოხვედრილი.

იტალიელი შუახაზელი ნერვორედული კლუბის შეფასებით 40 მილიონად ფასობს, თუმცა აძურის უკანასკნელ მატჩში ნაჩვენები არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ, ბევრს გაუჩნდა კითხვა თუ რის საფუძველზე უნდა გადახადოს ვინმემ მასში ეს თანხა.

ნუ ეს რაც ფინანსური დეტალებია, რომელიც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. მითუმეტეს მხარეები აღნიშნული ციფრის შემცირებას გარიგებაში სხვადასხვა მოთამაშის ჩართვით გეგმავენ..

მაგალითად ისეთი ახალგაზრდებით, როგორებიც არიან რადუ დრაგუსინი და ნიკოლო ფაჯიოლო.. ეს უკანასკნელი დიდი მოწონებით სარგებლობს და წესით სასუოლოს რიგებში გადასვლა, პროგრესის თვალსაზრისით დიდად წაადგება.

ჰუსემ აუარის თემა მეტად ჩახლართულია.. ერთი კვირის წინ მისი ტრანსფერი ფაქტიურად შემდგრად მონათლეს, მაგრამ საქმე ჟან მიშელ ოლასთან იოლი არასოდეს არის.. მითუმეტეს კოვიდ ვითარებაში სადაც თითოეულ ევროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

40 მილიონი და მატია დე შილიო? მაშინ როდესაც საქმეში პსჟ, სიტი და იუნაიტედი ფიგურირებს.. იქნება კი საკმარისი? რთული სათქმელია. იუვენტუსს მუშაობა მოუწევს.. იმასაც ამბობენ თავად აუარს იუვეში უნდაო, მაგრამ ორიოდე დღის წინ ანალოგიური იუნაიტედზეც დაიწერა..

ერთი სიტყვით ლოკატელი მეტად რეალურ სახეს ღებულობს, ხოლო აუარზე კითხვის ნიშნებია.. სასურველ სიაშია, მაგრამ იტალიელისგან განსხვავებით ოდნავ რთული შესასრულებელი.

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
iobidze jondo
iobidze jondo
3 years ago

გამოგატნევს კი ბაიერნი გორეცკას?

batumski
batumski
3 years ago

იქით ტოლისოზე მიდის საუბრები,რავი,დაველოდოთ მოვლენებს..

batumski
batumski
3 years ago

ტუტოსპორტის ცნობით მიუნხენის ბაიერნი დაინტერესებულია როდრიგო ბენტანკურის სამსახურით,თავის მხვრივ იუვე ყურადღებას იჩენს ლეონ გორეცკათი რომლის კონტრაქტი 2022 წელს იწურება..პ.ს.არ ვიცი რამდენად სიმართლეა,ბილდი და სხვა გერმანული გამოცემები დუმან..დალშე გორეცკა თემაა,26 წლის,ათლეტური აღნაგობის შუახაზელი ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერია,შალკედან მოყოლებული ვადევნებ თვალს და მომწონს ფეხბურტელის მახასიათებლები..

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

სატრანსფერო ფანჯარა როგორცკი გაიხსნება 1 2 ტრანსფერი სრაზუ უნდა გაჩარხონ მგონი ყველაზე ჭჯვიანური სვლა იქნება. გუნდიც ზაფხულში ნორმალურად მოემზადება. ამათი საზაფხულო მომზადებები მარტო მე მეჩვენება უცნაურად ? :) ძაან ცოტა ამხანაგურებს მართავენ სხვა გუნდებთან შედარებით და ფეხბურთელებიც გვემტვრევა სულ. ადრე აქ ზოგი წერდა რო ფეხბურთელებს ხოცავენო ვარჯიშებზეო მგონი მართლა ასეა. პირლომდეც ასე იყო. ასეთი ხშირი ტრავმიანობა დიდი პრობლემაა კორონავირუსამდეც ასე იყო და ეხლა ხო საერთოდ რეკორდი მოვხსენით.

maradona73
maradona73
3 years ago

აუარი კარგია, თუ ტოპ ფეხბურთელი არ მოგვყავს ვინმე.

მაგრამ ეს ლოკატელი ვინ ჩემი ფეხებია, მორიგი სერედნიაკი უნდა დავიმატოთ ცენტრში?
თხა ვიყიდე ტხა გავყდეს პონტში იქნება რა, აი რაბიოს გაუშვებენ და ლოკატელის მოიყვანენ, და მერე შეიძლება აღმოაჩინონ რომ რაბიო ჯობდა ამას )))))

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

კარგი იქნება ამის ტრანსფერი

batumski
batumski
3 years ago

აუარი კი ბატონო..გრანდების მხრიდან ინტერესი ბუნებრივია,საოცარ სეზონს ატარებს ფრანგი შუახაზელი..40 მლნ,პლიუსს დე-შილიო,რეალური ოპციაა,თავად ფეხბურთელზეც ცხადია ბევრი რამაა დამოკიდებული

ბექა
ბექა
3 years ago
Reply to  batumski

მეგიბარო ლოკატელის დიდი ბაგაჟი ეხლა რასაც თამაშობს არ ნიშნავს რო ვერ მოუმატებს რაც შეეხება რაბიოს ამდენი წელია გრანდებშია და რას შვება ერთი და იგივე ლეველზეა. რაც შეეხება ბენტაკურს დარწმუნებული იყოს ყველა რო ძაან დიდი ბაგაჟი აქვს მაგასაც და ბაიერნს ტყუილად როგორც არც კომანი ეაუყვანია ისევე წაიყვანს და აათამაშებს ამასაც

batumski
batumski
3 years ago

მაყუთის თემაა რა,რაც შეიძლება სარფიანად გაასხვისონ ფეხბურთელები თორე ყველამ ვიცით ლოკატელი არ ღირს 40 მლნ.საშუალო,ან ოდნავ მაღალი დონის ნახევარმცველი,

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x