ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”გაურკვევლობა 6 იუვენტინოსთან მიმართებაში”

იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის მხრივ მნიშვნელოვან კორექტირებას აპირებს.

პირველ რიგში წამსვლელებთან დაკავშირებით არის ბევრი რამ გასარკვევი.

როგორც ირკვევა ჯანლუიჯი ბუფონთან და ჯორჯო კიელინისთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამიტომაც არის მოსაზრება, რომ ორივე მათგანი მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

შესაძლოა ანდრეა ანიელიმ ეს საკითხი მაისში თავიდან განიხილოს, თუმცა საერთო მოსაზრებით კიელინის კლუბში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პოზიციას შეთავაზებენ.. ჯიჯისთან მიმართებაში ასეთი სახის ცნობები არ ვრცელდება.

მატია დე შილიოს არენდას ვადა ზაფხულში გასდის და იტალიელი ტურინში დაბრუნდება, თუმცა დროებით.. ლიონი კმაყოფილია მისი გარჯით და მზად არის სრულად გამოისყიდოს.

დუგლას კოშტა იდენტურ სიტუაციაში, თუმცა ლიონისგან განსხვავებით ბაიერნს მისი გამოსყიდვა არ სურს. სამხრეთ ამერიკელი შემტევით ევროპული კლუბები ინტერეს არ იჩენენ.. დღეისათვის ყველაზე რეალურ ვარიანტებად ბრაზილია, ამერიკა და მექსიკა სახელდება.

ადრიენ რაბიო და აარონ რემზი – ორივე მოთამაშის მიმართ პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან. თუმცა, უელსელთან მიმართებაში სატრანსფერო ფასია პრობლემა. არცერთ კლუბს არ სურს 15 მილიონზე მეტის გადახდა.

ფრანგთან დაკავშირებით მდგომარეობა ცოტათი უკეთესია. საქმეში მანჩესტერ სიტიც ფიგურირებს და ახლა გასარკვევი ის არის, თუ რამდენის გადახდაზე არიან ყაბულს. ბიანკონერის აღნიშნული გარიგებიდან 35-40 მილიონის მიღების იმედი აქვს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

იმედია დროზე დალაგდება ყველაფერი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x