ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კლუბი მაკენის დაჯარიმებას გეგმავს

უინსტონ მაკენის საკუთარ სახლში მოწყობილი მხიარულების გამო, რომელსაც 10-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, შესაძლოა ერთ მატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდეს.

ტურინში და ზოგადად იტალიაში ეპიდ ვითარება კვლავ უარესდება, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით რეგულაციები გამკაცრებულია.

აღსანიშნავია, რომ მაკენისთან სახლში იუვენტუსის კიდევ ორი მოთამაშე პაულო დიბალა და არტურ მელოც იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაჯარიმდებიან კლუბის მხრიდან.

მაკენი მათგან განსხვავებით ჯანმრთელია და შესაბამისად ყველა შანსი გააჩნდა ტურინულ დერბიში მონაწილეობის მისაღებად.

კლუბის გადაწყვეტილება უახლოეს საათებში გახდება ცნობილი, მაგრამ კულუარული ცნობებით ხელმძღვანელობა ამერიკელისთვის გამონაკლისის დაშვებას არ გეგმავს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხარებთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ლეონარდო ბონუჩი და მერიჰ დემირალი. ორივე მცველს Covid 19 დაუდასტურდა.

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

მაგარი სიახლეა ძაან

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x