ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაკენი შესაძლოა ტრანსფერზე დააყენონ

უინსტონ მაკენი და პაულო დიბალა დიდი ალბათობით ნაპოლისთან მატჩის განაცხადში შევლენ.

ინციდენტის შესახებ, რომელიც ამერიკელის სახლში დაფიქსირდა ყველასათვის ნაცნობია და მისი თავიდან მოყოლით თავს არ მოგაწყენთ.

კლუბმა ორივე ზემოთხსენებულს და მათთან ერთად მყოფ არტურს ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე მათი დაბრუნება გადაწყდა, რადგან ტურინელებს კარგი დღე ისედაც არ უდგათ..

საერთოდ ტურინში დისციპლინის დარღვევას მტკივნეულად აღიქვამენ და იშვიათად, რომელიმე მოთამაშეს ასეთი საქციელი “გაუტარონ”..

აქედან გამომდინარე პრესის ფურცლებზე ისიც კი იწერება, რომ უინსტონ მაკენი შესაძლოა ტრანსფერზე დადგეს.

დიბალას მდგომარეობა ერთ ადგილზეა გაყინული. კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ ხერხდება და შესაბამისად, კლუბი სხვადახვა ვარიანტს განიხილავს. მედიაში ევერტონზეც იწერებოდა, რომელიც არგენტინელის მხრიდან დიდი ენთუზიაზმით მიღებული არ იქნა.

ჰორიზონტზე გრანდებიც საკმაოდ არიან, მაგრამ არცერთი მათგანი არ გეგმავს 50 მილიონზე მეტის გადახდას ფეხბურთელში, რომელსაც კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

არ იქნება სწორი

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

პირველ რიგში უნდა მოიშორონ ფეხბურთელები რომლებიც ძალიან ხშირად ღებულობენ ტრავმას! 2 3 ფეხბურთელი გვყავს ეგეთი. წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ ლიგაზე რო ვყოფილიყავით ალბათ პირლოს მოუწევდა ძირითადში დადგომა.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x