ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ჩემპიონთა ლიგაზე მეტი შეგვეძლო”

ანდრეა პირლოს გუნდმა ნაპოლისთან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. მაესტრო ჯენარო გატუზოს შეგირდებთან გამართულ მატჩზე საუბრობს:

“პირველსავე დღიდან ვცდილობდი ასეთი თამაშის სტილის ინტეგრირებას, მაგრამ ყოველ მესამე დღეს მოედანზე გვიწევდა ყოფნა და ამ ყოველივემ ნეგატიურად იმოქმედა.

როდესაც მოთამაშეები მზად არიან პარტნიორებისთვის ყველაფერი გაიღონ, მათ მიერ დატოვებული პოზიცია შეავსონ და მსხვერპლზე წავიდნენ, ბუნებრივია შედეგიც არ დააყოვნებს. სწორედ ასეთი მიდგომა და თავდადება გვაკლდა.. 

ხუან კუადრადო და ფედერიკო კიეზა ფლანგებზე საკმაო სიღრმეში მოქმედებდნენ, რითაც მეტოქის ხაზს წელავდნენ და სივრცეებს აჩენდნენ. დასანანია უბრალოდ რომ მეტი კონტრშეტევის განხორციელება ვერ შევძელით.. აშკარად მეტ გოლს ვიმსახურებდით.

პაულო დიბალას არყოფნა იუვენტუსს კი არა ნებისმიერ კლუბს შეეტყობოდა. შეტევაში რაც მეტი არჩევანი გაქვს, უფრო კარგია.

დარჩება თუ არა? კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი უნდა იყოს ჩვენთან და ამის შემდეგ ერთად ვნახავთ რაც მოხდება.

დიახ, შეცდომებს ვუშვებ და მომავალშიც დავუშვებ. პირველი სეზონია და გამოცდილების მიღება აუცილებელია.. ყოველი მატჩისგან ბევრს ვსწავლობ და შემდგომ მათ გამოსწორებაზე ვმუშაობ. მესაჭიროებოდა ამ ატმოსფეროს შეგრძნება, თითოეული დეტალის საკუთარ თავზე გადატანა.

ახლა ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, რადგან სატურნირო ცხრილის სათავეში მოხვედრა ურთულესი შესასრულებელი იქნება. წინ 10 დაპირისპირებაა – ფაქტიურად საუბარი მინი სეზონზე გვაქვს, რომლის შემდეგაც იტალიის თასის ფინალისთვის მოვემზადებით.

სინანული სერია ა-ზეც და ჩემპიონთა ლიგაზეც იდენტურია. იუვენტუსისთვის თითოეულ ტურნირზე გამარჯვება უმთავრესი მიზანია და როგორც კი რომელიმეს ვერ აღწევს, თავისთავად ნეგატიურ შედეგად ითვლება.

გვქონდა შანსი ლიგაზე მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით, მაგრამ პორტოსთან ორ მატჩიან რაუნდში დავმარცხდით.. შემდეგ ბენევენტოსთანაც დაგვიცდა ფეხი.. 

გუშინ როდესაც ჩემპიონთა ლიგას ვუყურებდით, სიბრაზე მოგვერია.. ნამდვილად შეგვეძლო უკეთ თამაში და მეტის მიღწევა.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

გილოცავთ კარგი თამაში იყო მართლა

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ძალიან მაგარი თამაში იყო! 4-ე გოლიც შეიძლებოდა. პირველი ტაიმში საერთოდ უშეცდომოდ ითამაშეს. ამნაირ გუნდებს ასე უნდა ეთამაშონ ყოველთვის. წელს 3-ჯერ მოუგეთ ამათ 2 თამაში სერია ა-ში 1 თასზე.

Last edited 3 years ago by LASHAJUVENTINO
bero-juve10
bero-juve10
3 years ago

momdevno sezonidan sachiroa gundshi patara revolucia 1 – da yvelaze mtavari aqcenti gaketdes ligis mogebaze 2 – med personalis shecvla radgan am sezonze yvela motamashem miigo travma 3 – moviyvanot perspeqtiuli da gamocdili kadrebi + italielebi 4 – pirlo unda darches da shansi unda mieces ro shedegi dados amis mere gundidan unda gaushvan shemdegi motamasheebi shesni, kvadrado, bonuchi, demirali, remzi, arturi amat + perini, piaca, de shilio, rugani, duglas koshta ar gamovisyiddi moratas amatgan daaxloebit 200 – 230 limons avigebt amas daamaton daaxloebit 150 da ase 350-380 limonad seriozul gunds shevqmnit ai is motamasheebi romlebic unda movidnen barela da lukaku… Read more »

გიო
გიო
3 years ago
Reply to  bero-juve10

ფლეისთეიშენს ხშირად თამაშობ ძმა?

Del_Piero
Del_Piero
3 years ago
Reply to  გიო

მე ვთამაშობ ყოველდღე და ჯერ ესეთი სასტავი ვერ შევკარი :DDDD

რეალისტი
რეალისტი
3 years ago
Reply to  bero-juve10

ეჰ ბერო ბერო წაიჩქმიტე რა კაცურად ყურებზე ამქვეყნად თუ ხარ ვაფშემ? :) არადა ვიცი ბავშვი არ ხარ

juve 92
juve 92
3 years ago
Reply to  bero-juve10

ლუკაკუს და ბარელას ვინ მოგცემს. რამდენი ხანი ვიძახოდი ბარელაზე მაგრამ რად გინდა. ეხლა გეუბნებით რომ ლოკატელი იკნება ძალიამ მაგარი ნახევარმცველი და უნდა დავითრიოთ.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ჩელსიმ ხო მოუხაზა პირველივე თამაშში პორტოს შენ კიდე იდექი და უყურე

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

მეგობარო ტყვილა ხარ დარწმუნებული რო ჩესლი გასულია

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ტრენერი არ ხარ და ვერ ჩამოყალიბდი ერთ სქემაზე ეს იმის ბრალია მარა როგორც მოტივატორი არც ამაში ვარგიხარ თუ რა ჯანდაბი გჭირს რატო იბანძებ თავს ტყვილა

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x