ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ესპანური მედია ჰარი კეინის მომავალზე საუბრობს

ესპანური მედიის მტკიცებით ჰარი კეინი ტოტენჰემის დატოვებას მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გეგმავს.

ინგლისელ ფორვარდს ძალების მოსინჯვა რანგით უფრო ძლიერ კლუბში სურს, მითუმეტეს ახლა ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის ზონასთანაც კი არ არიან ახლოს.

მსურველებს შორის არიან ბარსელონა, პსჟ და იუვენტუსიც..

ბრიტანელის მიმართ ტურინელები ინტერეს აქამდეც გამოხატავდნენ. ალვარო მორატას არასტაბილური ასპარეზობის ფონზე, ბევრი მიიჩნევს რომ იტალიელები მის გამოსყიდვას გადაიფიქრებენ.

პაულო დიბალასთან და კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ არის საერთო აზრი ჩამოყალიბებული.

არგენტინელთან კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ ხერხდება, ხოლო პორტუგალიელთან დაკავშირებით დაზუსტებული ცნობები დარჩება თუ არა ტურინში ჯერჯერობით არ არის.

ამიტომაც არაა გამორიცხული ზემოთხსენებულიდან ერთ-ერთი იუვემ მართლაც გაასხვისოს, ხოლო აღებული სახსრებით ჰარის შესაძენად გაიწიოს.

3.8 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
იკა
იკა
3 years ago

სასწაული ფეხბურთელია. მარა ჯერ ერთი იუვე რამდენად გაიწევა რეალურად და გაიმეტებს ფულს და მერე კიდე იტალიურ ფეხბურთს რამდენად ითამაშებს ასევე ეფექტურად ცალკე საკითხია… თუმცა უზომოდ დიდი პროფესიონალი და მაღალი საფეხბურთო ინტელექტის მქონეა და ალბათ ყველგან სტაბილური და შედეგიანი იქნება…

maradona73
maradona73
3 years ago

ზღაპარია, ინგლისიდან თუ წავა მხოლოდ ესპანეთში.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

არც ცუდი ტრანსფერი იქნება არც კარგი

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x