ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩეფერინი ანიელისგან ამ ნაბიჯს არ ელოდა

UEFA

უეფას განცხადებას გუშინვე სხვადასხვა მედია საშუალებით იხილავდით. შესაბამისად მათ თავიდან მოყოლას არ დავიწყებთ და ტყუილად დროს არ დაგაკარგვინებთ.

უბრალოდ მათ განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი შეტყობინებაა – სუპერ ლიგაში მყოფებისთვის უეფას გზა საბოლოოდ დაიხურება.. კლუბები ევროლიგაზე ვერ იასპარეზებენ, ხოლო ფეხბურთელებს სანაკრებო მატჩებზეც მოუწევთ უარის თქმა, რადგან ევროპული საფეხბურთო ორგანო შესაბამის ვეტოს დაადებს მათ მონაწილეობას.

ეს ბრძოლის პირველი ეტაპია და უეფა ყველა ინსტაციაში გეგმავს ბრძოლას.. ასე რომ წინ გრძელი და დამღლელი პროცესი გველოდება.

ამასობაში გაძეტას მტკიცებით ალექსანდერ ჩეფერინისთვის ეს ამბავი უდაოდ მოულოდნელი და ანდრეა ანიელის მხრიდან მისთვის ზურგში დანის ჩარტყმასავით გამოიყურება.

საქმე იმაშია, რომ წლების მანძილზე მათ შორის არამარტო საქმიანია, არამედ კარგი მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. ისინი მხარდამხარ მუშაობდნენ ბევრ საინტერესო პროექტზე.

გუშინ, კი ბიანკონერის პრეზიდენტმა ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა და საჯარო განცხადება გააკეთა სუპერ ლიგასთან დაკავშირებით, რომელიც ახალი და უალტერნატივო პლატფორმად მიიჩნია, რომელიც ფეხბურთს არნახულ საფეხურზე აიყვანს.

ჩვენს წინ ახალი რეალობა იშლება და აქ ერთადერთი კითხვა არსებობს – დათმობს უეფა? თუ ჩვენ სრულებით სხვა მოცემულობაში ვიქნებით, სადაც ფეხბურთი მართლაც დაუახლოვდება კომერციული თუ სხვა მიმართულებით NBA -ს მოდულს?

წესით ყველაფერი მალე გაირკვევა, მაგრამ კლუბებს მშვენივრად ესმით რამხელა პროცესთან მოუწევთ გამკლავება..

2.3 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

რა კრეტინობაა ეს ყველაფერი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x