სუპერ ლიგა მონაწილეებს კარგავს და პრობლემებს განიცდის

ანდრეა ანიელი
სუპერ ლიგა ჯერ არ ჩაშვებულა და უკვე პრობლემებს განიცდის. გუშინვე გახდა ცნობილი, რომ პროექტიდან პრემიერ ლიგის გრანდები გავდინენ.
პირველი მანჩესტერ სიტი იყო, რომელსაც მალევე მიყვნენ არსენალია, ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი და ლივერპული.
სუპერ ლიგის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ ფეხბურთი განვითარებას საჭიროებს, რომელიც ყველასათვის ცნობილია თუმცა მესამე მხარე კლუბებზე დიდ ზეწოლას ახორციელებს რომლის გამოც ბრიტანელებმა თამაშიდან გადასვლა გადაწყვიტეს.
სხვათაშორის გუშინ ანდრეა ანიელიმ ერთ ერთ ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ კლუბებს შორის მჭიდრო შეთანხმება იქნა მიღწეული და მას ვერაფერი გატეხდა. პრეზიდენტმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როცა ჯერ კიდევ არ იცოდა პრემიერ ლიგის ბინადართა გადაწყვეტილების თაობაზე.
ამ ეტაპზე ტურნირის ჩაშვების პროცესი შეჩერებულია და იმასაც კი აცხადებენ, რომ სუპერ ლიგიდან გამოსვლას ბარსელონა და ატლეტიკოც გეგმავენ.
სუპერ ლიგას მისი დაანონსებიდან 48 საათში შეექმნა პრობლემა და საინტერესოა პროცესები როგორ განვითარდება.
ჩემი აზრით ძალიან კარგია იდეა იყო.
გრანდებისგან შემდგარი ჩემპიონატი დაახლოებით 20 გუნდიანი.
ეს პროექტი არ გამორიცხავდა ერვნულ ჩემპიონატებში მონაწილეობას, უბრალოდ ლიგას აღარ ითამაშებდნენ.
მერე მეგობარო სად ნახავდი სენსაციას პატარა გუნდი რო გამოაგდებდა დიდს
ანიელი რაც უფრო დრო გადის მით უფრო ამჟღავნებს რა ჩამოსხმა … არის. მარტო ფულზე რო ფიქრობს რონალდოც მაგიტო იყიდა და არა იმიტო რო ტიტულები მოიგოს გუნდმა. ამ სუპერ ლიგაზე თუ რაც ქვია არაფერს ვიტყვი საერთოდ უკომენტაროდ!
აღნიშნული შეთქმულების მონაწილე კლუბები აშკარად ვერ აცნობიერებენ, რომ მათი დღევანდელი სტატუსი არა დამოუკიდებლად იქნა მიღწეული, არამედ წარმოადგენს დინამიური ევროპული სისტემის ნაწილს, სადაც დიდი, საშუალო და მცირე კლუბები კოლექტიურად განაპირობებენ ყველა გუნდის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. მათ მიერ „განცალკევების“ მოთხოვნა და კოლექტიურად შექმნილი მემკვიდრეობის მითვისებისთვის მცდელობა წარმოადგენს ევროპული ღირებულებებისა და სპორტული პრინციპების შელახვას.
აი ზუსტად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას გავს. ყველას უნდა სათავეში ყოფნა ბევრი ფულის საშოვნელად. ვითომ გულშემატკივრებზე (ხალხზე) ზრუნავენ. ისე გამოყავთ ვითომ ფიფა და უეფა მამა აბრაამის ბატკნები იყვნენ. რამდენი ფული ექნებათ ერთსაც და მეორესაც აღებული გინდა რუსეთისგან, გინდ ყატარისგან, თუნდაც რეალისგან… უბრალოდ თანხები შეადარეთ რამდენს იღებს ლიგის გამარჯვებული და რამდენს მიიღებს სუპერ ლიგის თუნდაც მონაწილე გუნდი. სად მიაქვს ამდენი თანხა უეფას? ფეხბურთის განსავითარებლადო იტყვიან, თუნდაც ისეთ ქვეყანაში როგორიც ჩვენ ვართ. კაპიკებია ყველა ქვეყნის დაფინანსება რომ შეკრიბო იმასთან შედარებით რასაც სუპერ ლიგა სთავაზობს ამ გუნდებს. აბა საიდან მოდის ამდენი თანხა და სად მიაქვს ახლა უეფას? ქოც ნაცების თემაა, უკეთეს ხალხისთვის ვერ გამოარჩევ,… Read more »
ძალიანაც კარგი. ფეხბურთი ფანებისთვის შეიქმნა და არა პრეზიდენტებისთვის. თუ გულშემატკივრებს არ მოსწონთ, არც უნდა იყოს. შესაძლოა სუპერლიგა მართლა უფრო მომგებიანი იყოს ფინანსურად, მაგრამ არ იქნება კარგი. პატარა გუნდებს არ უნდათ დიდ გუნდებთან თამაში? დიდი გუნდების გარეშე, პატარა გუნდებს მოგება საერთოდ არ ექნებათ. ეს არის მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ეგოისტურად ფიქრი. პერესი და ანიელია აქ თავი და თავი. ყველა გადის ამათ გარდა. ამიტომ პერესიც და ანიელიც უნდა გადადგნენ გუნდების პრეზიდენტობიდან.
მართალი ხარ მეგობარო თან მალე