ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის შეფასებები პარმასთან შეხვედრაში

იუვენტუსმა პარმა დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. თუმცა, ტურინელებისთვის მატჩი არცთუ წარმატებულად დაიწყო, რადგან შეხვედრაში ანგარიშის გახსნა სტუმრებმა მოახერხეს..

თუმცა, ამჯერად ინიციატივა ხელთ ბიანკონერის უკანახაზელებმა აიღეს და სწორედ მათი აქტიურობით შეძლო გუნდმა სამი ბურთის გატანა.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

ბუფონი – 6 – მატჩის მიწურულს კარამოს ეპიზოდია გამოსარჩევი. გაშვებულ ბურთში მისი ბრალეულობა? კედელი ნაკლებად დაეხმარა, მაგრამ მისი დაყენება ალბათ უკეთაც შეეძლო.

დანილო – 6.5 – პეცელასგან პირველ ტაიმში საკმაოდ იწვალა. მეორე ნახევარში მის ფლანგზე აღარავინ გამოჩენილა.

ბონუჩი – 6.5 – კოვიდის შემდეგ ბრუნდება და ყურადღებით მოქმედებს. პელესთან ოთრაბრძოლაში გამარჯვებული რჩება.

დე ლიხტი – 6.5 – ამ შეხვედრაში შეტევაში უფრო შედეგიანი და კარგი იყო, ვიდრე უკანახაზში. ბევრი შეცდომები დაუშვა და სტანდარტულების დროს უყურადღებოდ მოქმედებდა.

ალექს სანდრო – 7.5 – შეხვედრა რომელიც არასტაბილურად დაიწყო, ეტაპობრივად ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსად შემოატრიალა. 155 შეხვედრაში პირველი დუბლი ტურინულ კარიერაში. უდაოდ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა.

კუადრადო – 6.5 – რა პოზიციაზეც არ უნდა დავაყენოთ საკუთარ წვლილს წარმატებაში აუცილებლად შეიტანს. მისი ჩაწოდებები მუდამ ხიფათის მომასწავლელია. სანდროს მეორე გოლზე შედეგიანი მოქმედება მის ანგარიშზეა.

არტური – 6 – დიახ, ბურთთან საოცრად მოქმედებს.. მანევრირებაც არ აკლია, მაგრამ უნდა გადაეჩვიოს სახიფათო ზონაში ბურთის დაკარგვას, რომელიც მის გუნდს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

ბენტანკური – 6 – თუ მართვის სადავეებს ჩამოაშორებთ და დირიჟორობას არ თხოვთ, ნაკლებად ჩანს მაგრამ ამავე დროს ნაკლებ შეცდომასაც უშვებს.

მაკენი – 5.5 – მისი მონაწილეობით ალბათ ყველაზე უსახური მატჩი შავ-თეთრი მაისურით.. უამრავი დაკარგვა, არასწორი მოქმედებები და პოზიციის დაკარგვა. ოდნავ უკეთესია მეორე 45 წუთში.

დიბალა – 6.5 – ყოველთვის იქ არის სადაც საჭიროა. დიახ, არ ბრწყინავს რაც გასაგებია მისი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, მაგრამ არგენტინელი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ბრუნდება საკმაოდ მძიმე დროს.

რონალდუ – 6 – ყველა პოზიციიდან ეცადა გოლის გატანას, მაგრამ ეს მისი საღამო არ აღმოჩნდა.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
3 years ago

რას ეცადა,რა მაგის საღამო არ აღმოჩნდა,გააგდინ გუნდიდან ეგ ბუტია ეგოისტი სი…ბანჯო კაცი!!!!თავს რო დახრის ხოლმე და ბუზღუნებს თავისთვის.მერე სულ ძირს რო გდია და სულ ხელებს რო შლის.მიაყოლეთ ანიელის ნედვედს და პარატიჩს უკან მაგისი წუნკალა დედასაც …..

იკა
იკა
3 years ago
Reply to  juventino

რამდენი ხანია მაგას ვიძახი მეც… 3 წელში ლიგის 2 ფინალი ვითამაშეთ, ასე თუ ისე გუნდი შეკრული იყო, რაღაც კურსი და იდეა გააჩნდა, ვითარდებოდნენ და ა.შ. და მოიყვანეს კრისტინა და კი ვხედავთ რაც ხდება მის მერე გუნდში… სწორი თქვა კასანომ, რომ იუვეს ნგრევა რონალდოს მოსვლიდანდ დაიწყოო… იდი ნა.ხუი ქნას გუნდიდან!

juventino
juventino
3 years ago
Reply to  იკა

აბა რაა…ყველამ ვიცით იუვეს ხიბლი რაც იყო!გუნდურობა და არავითარი ერთკაცა თამაში.ეხლა კიეზას გარდა ყველა მაგას დაეძებს რო ბურთი შეტენოს.გავარტყი მაგათ მარკეტინგულ სვლებს თუ გუნდი დაიძირა!!!მაგის ლიგაზე დაგეშილობა მოვ…. მე!!!პორტუსთან ორი თამაშის ჯამში ერთი მომენტი არ მახსოვს რო შეექმნა!დარწმუნებული ვარ მაგის გარეშე გავიდოდით შემდეგ ეტამპზე.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ალბათ აქაც ლოგიკურია

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x