ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინში ქაოსია – პრეზიდენტობის კანდიდატთა სია იზრდება

ანდრეა ანიელი

ტურინში არსებული სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. სუპერ ლიგის ჩამოშლამ ყველაზე მეტად ანდრეა ანიელის რეპუტაციაზე მოახდინა ცუდი ზეგავლენა და შედეგად მის წასვლაზე სულ უფრო აქტიურად იწერება.

იტალიური მედია მის შესაძლო შემცვლელებს უკვე ასახელებს და პირველ რიგში ეს ალესანდრო ნასი გახლავთ, რომელიც ბოლო ხანებში წარმატებულად მიიწევს წინ. ნასი ოჯახის წევრია და მისი კანდიდატურა ბუნებრივად გამოიყურება.

თუმცა, ალესანდრო ერთადერთი არ არის ვისზეც საუბრობენ.. ეველინა კრისტილინი კიდევ ერთი ფიგურაა, რომელიც ფიფას მმართველ საბჭოში ხელმეორედ აირჩიეს. იგი საერთაშორისო დონეზე დიალოგის თვალსაზრისით, არეულ სიტუაცია იოლად დაალაგებდა.

მესამე კანდიდატურა ბოლო ხანებში გამოჩნდა.. მარჩელო ლიპი რომელიც მძიმე წუთებში უდაოდ შეძლებდა სათანადო ჰარმონიის მოტანას კლუბისთვის, რომელიც მაესტროსთვის უცხო ნამდვილად არ არის.

მთელ ამ ქაოსში, არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოებაც, რომ იუვენტუსი საფონდო ბირჟაზე რთულ პერიოდს გადის.. კლუბის აქციები ვარდნას განაგრძობს.. უეფასთან და ფიფასთან კომუნიკაცია ისტორიულ მინიმუმზეა. ეს არ მოქმედებს კლუბზე დადებითად და მხარეებს რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

ანიელი ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენეს, რომელიც პსჟ-ს პრეზიდენტმა დაიკავა.. მის მიმართ ნეგატიურ კომენტარებს საფეხბურთო სამყარო არ ერიდება და აქედან გამომდინარე, კლუბის მმართველები სხვადასხვა ვარიანტს აქტიურად განიხილავენ.

სეზონის ბოლოს ტურინში დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

P.S. სხვადასხვა გავლენიანი წყაროს ცნობით, ჯონ ელკანს ანიელის განთავისუფლება გადაწყვეტილი აქვს. მას ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია მომხდარი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ანიელის გარდა საკუთარ თანამდებობებს ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედიც დაემშვიდობებიან.

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
იკა
იკა
3 years ago

მადლობა პერესს და მის სუპერლიგას უტვინო და ჟოშკ ანიელის და მის ასკოლკებს – პარატიჩის და ნედვედს რომ გააჯ.მევინებენ იუვედან… რადიკალურ ცვლილებებს გუნდში (მხოლოდ შემადგენლობას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა) ცვლილებები სჭირდება ბორდშიც… ახალი ხალხი ახალი იდეებით და ენერგიით მშვენიერი იქნება… თორე ამათ ბოგინს და უნიჭობას ვუყურებთ უკვე აგერ წლებია…

Pinturiccio
Pinturiccio
3 years ago

არაა გასაშვები ანდრეა და არც გაუშვებენ. რაც შეეხება ტრანსფერებს და პირლოს დანიშვნას, ეგ წინასწარ არავინ იცის გაამართლებს თუ არა. ახლა ყველგან დიდი კრიზისია და სწორედ მაგ კრიზისის გადასალახად იყო ეგ ლიგა მოგონილი. ანდრეა ჭკვიანი კაცია, ისევ ეგ გამოასწორებს სიტუაციას, თან დიდი ჯანის სურვილიც ეგ იყო რომ ანდრეას გაეგრძელებინა მისი საქმე. დღეს პანდემიას აბრალებენ ფეხბურთის ინტერესის ასეთ დაცემას და აი ნახავთ გულშემატკივრების დაბრუნების შემდეგაც დიდი რამე თუ შეიცვალოს. ეს ჩემპიონთა ლიგა და ვითომ განახლებული ჩემპიონთა ლიგა ღუპავს ფეხბურთს. უეფას თავში ვინც სხედან ყველა გასაყრელია. ეგ ინგლისელები კი მაგარი ჩმორები აღმოჩნდნენ. პესეჟე კიდე იყოს ერთგუნდა ჩემპიონატში, იქაც კი ვერაა ლოდერი.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

კიელინიმ და ბუფონმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ იუვე დაბერნდენ დაჟანგდნენ მოჭამეს დრო. აგრეთვე ბერნარდესკი რემსი ერთ ერთმა უნდა აუცვას. ბენტანკური და რაბიო ჩემი აზრით ორივე უნდა დატოვონ! ერთ ერთი ზამენაზე მაინც ძალიან გამოგვადგება. მაკენის და კულუსევსკის რახან ეხლახანს მოვიდნენ უეჭველი დატოვებენ. მორატაც უნდა გამოისყიდონ როგორ მაგრად დაიწყო და მერე გაქრა ფსიქოლოგიური ამბავი მგონია ალბათ იმიტო რო 100% არ ენდობიან. არაფერი რადიკალური ცვლილებები არაა საჭირო პატარ პატარა ცვლილებები ერთი ნორმალური მწვრთნელი და ეგაა.

Last edited 3 years ago by LASHAJUVENTINO
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ისე სულ არ გამოვრიცხავ ანიელი წავიდეს იმიტო რო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს გეგონება წლევანდელი სეზონი დიდად არ აინტერესებსო. კაი პირლო დანიშნა შემდეგ ხო ნახა რა შედეგიც მოყვა და 1 ტრანსფერიც არ გაჩარხეს ზამთარში არც პირლო გაუშვეს. ეხლა კიდე სიტუაცია აურია სხვებთან. პარატიჩი დიდად არაფერ შუაშია ტრანსფერების ფულს თვითონ ხო არ გამოძერწავს აი ნედვედია უკუღმა ჩამოსაკიდი ალეგრის გაშვების გამო. ფიორენტინასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ გული მიგრძნობს რაღაც ცუდს ერთი პატარა შეცდომა და ისევ მოგვიგებენ.

Last edited 3 years ago by LASHAJUVENTINO
ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

არა მეგობარო ახლა ნამდვილად ცდები იუვე ახლა თუ წააგებს მარტო ბოლო ტურში გასვლაზე იმედია მანამდე განაღდებული ექნება ლიგა სად არის ფიორენტინას გულავის დრო ორივე თამაში რო მოგვიგოს

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

არ ვიძახი გადაჭრით წავაგებთქო :) მოტივაციაა მთავარი და რა თქმა უნდა მოუგებთ. მაშინ ისე პაზორულად წავაგეთ თავიანთი თავები თუ უყვართ ჯერ მარტო მაგიტო უნდა დააფარონ ბურთი.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ბურთის დაფარების არ ვიცი მარა მოგებით მოიგებენ

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ლოგიკური იქნება

ვახო
ვახო
3 years ago

ქასრას დალაგებულ სცენარს ჰგავს :დ რაც ეგ ანიელის მოშორებას ნატრობდა, აგერ პარატიჩ-ნედვედსაც აყოლებენ მგონი, ბოლომდე რომ გაუსწორონ :დ

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x