ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დანილო:”პრობლემა რეალურია და მისი განხილვა ყველას მოგვიწევს”

დანილო ტურინულ მედიას სუპერ ლიგასთან დაკავშირებით ესაუბრა. ბრაზილიელი ასევე დარჩენილ მატჩებს და ბიანკონერის მიზნებს შეეხო:

“თუ კი 12 -მა გუნდმა ასეთი სახის გადაწყვეტილება მიიღო, გამოდის რომ საფეხბურთო სამყაროში ბევრი რამ საჭიროებს ცვლილებას.

არ ვიცი სუპერ ლიგა კარგია თუ ცუდი, მაგრამ ახლა ყველას ერთად მოგვიწევს პრობლემებზე საუბარი, რათა გადავარჩინოთ ან მინიმუმ ცვლილებები შევიტანოთ საფეხბურთო რეალობაში.

Covid -მა ყველა სფეროზე ნეგატიურად იმოქმედა და არც ფეხბურთისთვის აუვლია გვერდი. ნაკლებად მგონია, რომ უეფა ჩვენზე ზრუნავს.. შეხედეთ მატჩების რაოდენობას და ფრენებს, რაც ამ პანდემიის პირობებში გვიწევს.

როგორც ფეხბურთელს ნამდვილად არ მესიამოვნა ის ფაქტი, თუ როგორ ზეწოლას ახდენდა ჩემზე უეფა და ფიფა.. როგორ გვაშინებდნენ ფეხბურთელებს..

სპორტული თვალსაზრისით, მესმის რომ ახლა იდეალურ სიტუაციაში არ ვიმყოფებით.. არ არის რომელიმე უფრო საშიში ან მრისხანე.. კონკურენტუნარიანი წელიწადია და გუნდები ერთმანეთთან ახლოს იმყოფებიან.

პირველ წრეში ფიორენტინამდე და მის შემდეგაც ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.. თავად ფლორენციელებთან მარცხი მტკივნეული იყო.

ბუნებრივია მათთან დაპირისპირება ყოველთვის დაძაბული და საინტერესოა. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება. 

კრიშტიანო ასეთ დროს ყოველთვის მსგავს ხასიათზეა. რეალშიც ასე იყო.. გამარჯვება და გოლები სისხლში აქვს.. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის მანძილზე უამრავი გოლი გაიტანა, მას მოტივაცია მუდამ თან ახლავს.

მიუხედავად ყველაფრისა კარგად ესმის, რომ გუნდის მიზნები უფრო მაღლა დგას და მეორე დღეს, მინდორზე სავარჯიშოდ სწორი მოტივაციით გამოდის.. მიზნად ახალ გამარჯვებებს ისახავს და მისთვის ახალი ენერგიით იწყებს შრომას.”

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

იმედია მოიგებთ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x