ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლაპორტა:”პროექტი გრძელდება და იგი უალტერნატივო სახეს ღებულობს”

UEFA

ბარსელონას პოზიცია სუპერ ლიგასთან დაკავშირებით მისმა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მკაფიოდ დააფიქსირა:

“ვალდებულები ვართ რეალობას თვალები გავუსწოროთ და იმავეს ვურჩევ UEFA -ს რომელთან დიალოგზე უარი არ გვითქვამს. 

იმისათვის, რომ შოუ იყოს სათანადო დონეზე წარმოდგენილი, ამისთვის რესურსების მოძიებაა საჭირო და მეტი თანხების გაღება. ჩვენ უნდა გვქონდეს ხმა, ამ რესურსის გადანაწილებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს თავს ვერავინ დააღწევს.

ინგლისელთა გასვლა არაფერს ნიშნავს. ჩემთვის ცნობილია, რომ რამდენიმე მათგანზე საკმაოდ სერიოზული ზეწოლა განხორციელდა, თუმცა პროექტი გრძელდება და იგი ფაქტიურად უალტერნატივო სახეს ღებულობს არსებულ მძიმე სიტუაციაში.

ჩვენ – კლუბები საკმაოდ დიდ ინვესტირებას ვახორციელებთ.. ხარჯები გაზრდილია, რომელსაც დღევანდელი სიტუაცია ვერ აბალანსებს. შესაბამისად სპორტული მიღწევებიდან გამომდინარე, ეს ფაქტები ყველამ უნდა გაითვალისწინოს.”

3.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x