ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაულო დიბალა:”მესი იუვეში? გამიმართლა რონალდუსთან ერთად ყოფნა”

პაულო დიბალასთვის არც მიმდინარე სეზონი გამოდგა იოლი.. ფეხბურთელს ტრავმის გამო საკმაო ხანი გაუცდა და ამას თან მის კონტრაქტთან არსებული პრობლემებიც დაერთო თან..

თუმცა, ფეხბურთელი ასეთ ნეგატივზე არ ფიქრობს და მომავალს ოპტიმისტურად უყურებს:

“მიმდინარე სეზონი წარმატებულად ვერ ჩაითვლება, რადგან სკუდეტოს ხელიდან ვუშვებთ.. ინტერი წარმატებულად მიიწევს და შესაბამისად ტიტულის ზედიზედ მე-10 მოპოვება არნახულად გაგვიჭირდება.

სხვა მხრივ ნაპოლის სუპერ თასი მოვუგეთ და იტალიის თასის ფინალში ვართ, სადაც ატალანტასთან გველის დაპირისპირება. ასე რომ ყველაფერი არ დაგვიკარგავს.

სერხიო აგუერო ბარსელონაში? ვინც იცნობს იცის რაოდენ დიდია.. ადამიანური თვალსაზრისით უდაოდ ფენომენალური ფიგურაა, ხოლო როგორც სპორტსმენი თავადაც ხედავთ.

ვფიქრობ, ლეო მესისთან ერთად საოცარ დუეტს შექმნის. რაც შეეხება მესის იმედი მაქვს ბარსელონაში დარჩება და ეს უდაოდ იქნება უნიკალური მისი ფანტასტიკური კარიერისთვის.

მესი იუვეში? ამაზე ვისაუბრეთ და კარგად ვხვდებით, რაოდენ რთული იქნება შესასრულებლად. საერთოდაც, გამიმართლა რადგან კრიშტიანო რონალდუსთან ერთად თამაში დიდი პრივილეგია გახლავთ.

ჩვენ ერთმანეთს სწორ მოტივაციას ვუკეთებთ.. მე ვიტან ერთ ბურთს და ის ცდილობს სამით მიპასუხოს.. არასდროს ნებდება და მუდამ წარმატებაზეა დამუხტული.

ხუან კუადრადო? კარგ პერიოდს გადის და გუნდს დახმარების ხელს ყოველ შეხვედრაში უწვდის. ადრე უფრო წინ ირჯებოდა, ახლა მარჯვენა მცველის ამპლუაშია, მაგრამ სადაც გუნდს ჭირდება სულ იქ ჩნდება.

იტალიაში კალიდუ კულიბალის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდ პრობლემებთან ასოცირდებოდა. მისი ფიზიკური კონდიციები და თამაშის წაკითხვა აღფრთოვანებას იწვევს.

საწვრთნელი სესიის დროს ჯორჯო კიელინისთან ორთაბრძოლა მუდამ პრობლემებით სრულდება. ყოველთვის უნდა ელოდო, რომ ხისტად წამოვა.

ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებს სერხიო რამოსის წინააღმდეგ ასპარეზობა. ესპანელი გარდა ფიზიკური კონდიციებისა, მუდამ გამოირჩეოდა მაღალი მცველის დონისთვის დამახასიათებელი ინტელექტით.. ასეთი პროფესიონალების წინააღმდეგ თამაში უდაოდ საინტერესოა.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ეს რო გამიმართლა ამას ლაპარაკი რათ უნდა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x