ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

ფაბიო პარატიჩი

ფიორენტინას სერბი ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი მიმდინარე სეზონში საუცხოოდ ირჯება.

31 შეხვედრაში ტანმაღალი ფორვარდის ანგარიშზე 16 ბურთი და 2 საგოლე გადაცემა ირიცხება.

ბუნებრივია მის მიმართ ინტერესი გაზრდილია და ერთ-ერთ მსურველ კლუბებს შორის იუვენტუსიც ფიგურირებს.

აქედან გამომდინარე როკო კომისო საკუთარი განძის შენარჩუნებას ცდილობს და სერბს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს თავაზობს.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად თანახმაა 2002 წელს დაბადებული ვლაჰოვიჩი კარიერის ფიორენტინაში გაგრძელებაზე.

ტურინი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თუ მოთამაშისგან შესაბამისი შეტყობინება მიიღო, მაშინ საქმეში აუცილებლად ჩაერთვება.

კონკურენტებად მილანი და რომა სახელდებიან.

აქვე კონკრეტული ცნობები ვრცელდება ესპანეთიდან და კერძოდ კატალონიიდან.

ფაბიო პარატიჩი ბარსელონას პორტუგალიელი შემტევით ფრანცისკო ტრანსაუთი დაინტერესდა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის მოთამაშის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 39 მატჩი, 2 ბურთი და 2 საგოლე გადაცემა ირიცხება.

ბიანკონერის სპორტულ დირექტორს მომავალი სეზონისთვის სწრაფი შემტევის დაბევება წყურია და ერთ-ერთ ხელსაყრელ ვარიანტად სწორედ პორტუგალიელს განიხილავს, რომლის ღირებულება დღეისათვის 20-25 მილიონის რადიუსში მერყეობს.

თუმცა, იტალიელები მარტო შემტევებით როდი ინტერესდებიან..

არაა გამორიცხული აპენინური გრანდი ვალენსიას ისევ დაუკავშირდეს ხოსე ლუის გაიასთან დაკავშირებით.

ღამურებს მარცხენა მცველის გასხვისება ლა ლიგის კონკურენტენთ გუნდში არ სურს და ამ მხრივ იუვენტუსი მისაღებ ვარიანტად სახელდება.

მიმდინარე სეზონში 1995 წელს დაბადებული უკანახაზელის ანგარიშზე 29 თამაში 1 საგოლე გადაცემა ფიქსირდება.

არ წყდება საუბარი როდრიგო დე პაულთან დაკავშირებით.

უდინეზეს არგენტინელ 10-იანზე ერთბაშად პრეტენზიას ნაპოლი, იუვენტუსი და ინტერი გამოხატავანე.

ფრიულის ბინადრებს მისი შენარჩუნება ამჯერად საკმაოდ გაუჭირდებათ და მზადყოფნას გამოთქვამენ 40 მილიონის სანაცვლოდ შეელიონ საკუთარ ლიდერს.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა რომელიმე კლუბი ეპიდ კრიზისიდან გამომდინარე აღნიშნული თანხის გაღებას.

როლანდო მანდრაგორა დღეისათვის ტორინოში იმყოფება და გუნდს კარგად მოერგო.

აქედან გამომდინარე ბიანკონერი ეცდება მის გასხვისებას სწორედ თანაქალაქურ კლუბში.

მართალია კაიროს იუვენტუსთან ურთიერთობა კარგი არასდროს ქონია და სუპერ ლიგის შემდეგ, მისი კომენტარები დადებითი საერთოდ არ გამხდარა, თუმცა მოთამაშის მიმართ აშკარად კეთილგანწყობილები არიან.

ფაბიო პარატიჩი მზად არის მანდრაგორას უფლებები 16 მილიონ ევროდ დათმოს.. ხარების პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

პაულო დიბალას საგა უსასრულოდ გრძელდება და შესაძლოა საბოლოო ჯამში ლა ჯოია პრემიერ ლიგაში მაინც აღმოჩნდეს.

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის თავკაცის პოსტიდან გადააყენეს და ახლა მის შემცვლელად მაურისიო სარის განიხილავენ.

შესაბამისად, სარის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, თავისთან პაულოს ხილვაა..

შეგახსენებთ, რომ არგენტინელის დამატება ლონდონელებს ჯერ კიდევ მაურისიო პოჩეტინოს დროს სურდათ, მაგრამ მაშინ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
joni77
joni77
3 years ago

სარი ხომ ააშენებს ტოტენჰემს

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x