ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფლორენტინო პერესი:”ბორდო უკვე გაკოტრდა – ჩვენ უფსკრულისკენ მივიწევთ”

მადრიდული AS -ი ფლორენტინო პერესთან ჩაწერილ ინტერვიუს ასაჯაროებს:

“სერიოზული პრობლემების წინაშე ვართ და აქ ემოციურ ნიადაგზე განცხადებების გაკეთება, ფაქტების დამახინჯება არავის არაფერს მოუტანს.

ჯობს რეალობას  თვალი გაუსწორონ და აღიარონ, რომ სუპერლიგა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც სახსრების მობილიზებას მოახდენს და ფეხბურთს უფრო მეტ ფულს მიცემს.

ხედავთ რა დაემართა ბორდოს? ფრანგული კლუბი ბანკროტი გახდა და ვინ იქნება შემდეგი? რამდენ ხანს მოგვიწევს მოცდა, სანამ რომელიმე მათგანი ფინანსურ კატასტროფაზე არ გამოაცხადებს?

პანდემიის პირობებში კლუბების დანაკარგმა 650 მილიონს გადააჭარბა და ეს არ არის ნორმალური.

ჩვენი პროექტი მიზნად არ ისახავდა ნაციონალური ჩემპიონატიდან ან სანაკრებოდან გასვლას. პირიქით, ასეთ პირობებში იმავე ნაციონალური ჩემპიონატის ღირებულება გაიზრდებოდა და თითოეული კლუბი გაზრდილ ფინანსურ რესურს მიიღებდა.

აქვე არ უნდა დავივიწყოთ, რომ აღნიშნულ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ფინანსურ სოლიდარობას, რომელიც ყველაზე არის გათვლილი და არა მონაწილეებს შორის სახსრების გადანაწილებაზე.

უეფას ახალი რეფორმა პრობლემას ვერ ჭრის, პირიქით უფრო ამძიმებს არსებულ რეალობას. ამასთანავე ჩვენ ვერ მოვიცდით 2024 წლამდე. 

არსებობს უამრავი სტატისტიკური მონაცემები, სადაც 14-დან 24 წლამდე ადამიანები დაიღალნენ საფეხბურთო მატჩებით.. მათთვის საინტერესო აღარ არის ის შეხვედრები, სადაც დღევანდელი რეალობა თავაზობს.

მსოფლიო 4 მილიარდ აქტიურ საფეხბურთო ქომაგს ითვლის და მათგან ნახევარი სუპერ ლიგის 12 კლუბზე მოდის.. ეს საგულისხმო ციფრებია არ მეთანხმებით?

დიახ, რაღაც ალბათ ისე ვერ გავაჟღერეთ ან დავგეგმეთ.. მაგრამ ჩვენი და უეფას იდეები რომ შევადაროთ, ნათელი გახდება რომ თუნდაც ამ 4 კლუბს ერთმანეთთან თამაშით მეტის გამომუშავება შეუძლიათ. 

ფაქტების დამახინჯებასაც ვერ გავექცევით.. ადამიანები ამბობდნენ, რომ ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი ერთმანეთს ყოველკვირას შეხვდებოდნენ.. სისულელეა.. წელიწადში ასეთი რამ მაქსიმუმ 2 -ჯერ მომხდარიყო და ისიც იმ შემთხვევაში თუ ისინი ერთ ჯგუფში მოხვდებოდნენ, ან შემდგომ პლეი-ოფში.. 

ყოველთვის ადვილია მასის აყოლიება არასწორი ინფორმაციით.. მაგრამ ვერავინ ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ რადიკალური ცვლილებებია გასაკეთებელი! ფეხბურთი სხვაგვარად ვერ გადარჩება, რადგან ჩვენს წინ კატასტროფული ფინანსური სიტუაციაა, რომელიც სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

მართალი ხარ ასით

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ნეტა არ უბერავდეთ რა! ფეხბურთი კი არა იმდენი მაღაზიები და ასე შემდეგ იყო დაკეტილი თვეების განმავლობაში იმეებმა რა თქვან. თქვენ კიდე მილიონებს ისე შოულობთ როგორც არაფერი. გაყიდულ მატჩებზე და ტოტალიზატორებზე ხო არაფერს ვამბობ. VAR რო არ უნდოდათ ფეხბურთის ტემპს დააგდებსო სინამდვილეში კიდე სხვა რამის გამო არ აწყობდათ ზოგიერთებს. მოკლედ ერთმანეთზე უარესები არიან.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ალბათ დაიმსახურეთ და იმიტო

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x