ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბრიატორე:”ცვლილება მოინდომეს და კატასტროფამდე მივიდნენ”

ფლავიო ბრიატორე საკმაოდ ცნობილი იტალიელი ბიზნესმენია, რომელიც სხვადასხვა პერიოდში ფორმულა 1-ს კლუბებსაც ხელმძღვანელობდა.

ამასთანავე ბრიატორე იუვენტუსის ერთგული გულშემატკივარია და მას ხელმძღვანელობა ღიად გააკრიტიკა:

“ჩვენ ვიგებდით.. ვიღაცისთვის ლამაზად არ ვთამაშობდით, მაგრამ ეს იყო გუნდი რომელიც მოედანზე გადიოდა და მის დაწყებამდე ანგარიში მიყავდა. დიახ, გამარჯვებული მენტალიტეტი წარმატების საიდუმლოა და მაშინდელ გუნდს ეს ქონდა.

შემდგომ ადგნენ და მაურისიო სარი მოიყვანეს, რომელიც ყველას ესმოდა საერთოდ არ წარმოადგენდა ბიანკონერის სისხლის ჯგუფს.. მას არ ესმოდა არც ფსიქოლოგია და არც თმაშის სტილი რაც ბიანკონერის გააჩნდა.

ამის მერე მორიგი შეცდომა – ანდრეა პირლო. მოედანზე მაესტრო სიტუაციას სრულად აკონტროლებდა, სამწვრთნელო პოზიციიდან კი თითქოს არ ჩანს.. მისი ხელი არ იგრძნობა.. 

ამიტომ დროა მაქს ალეგრისთან გაფუჭებული ურთიერთობა, რომელიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა და ამაში კლუბია დამნაშავე, მოგვარდეს და რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნონ!

მასთან ერთად გამარჯვებული გზა გაგრძელდებოდა, მაგრამ მოინდომეს ცვლილებები და კი ხედავთ რა შედეგამდე მივიდნენ.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

მართალი ხარ სამწუხაროდ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x