ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა”

ტურინში ტემპერატურა არნახულად მომატებულია. ცალკე სუპერლიგის ჩავარდნის და სხვადასხვა მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, გუნდი ვერ ახერხებს სტაბილურობას შენარჩუნებას და ქულების დაკარგვას მოუხშირა.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სატურნირო ცხრილში ბიანკონერი მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს..

არსებობს საშიშროება, რომ არასტაბილური ასპარეზობის ფონზე იუვე ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩეს და ამიტომაც ხელმძღვანელობა რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

ანდრეა პირლოს ტურინული კარიერა დასასრულს უახლოვდება და მასმედიის მტკიცებით, მისი მომავალი უკვე გადაწყვეტილია.. გავა იუვე ოთხეულში თუ ვერა, მაესტროს კარისკენ მაინც მიუთითებენ.

თუმცა, თუ უდინეში კლუბმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მაშინ მას თანამდებობის დატოვება ვადაზე ადრე მოუხდება, ხოლო მის ნაცვლად სეზონის დასრულებამდე გუნდს იგორ ტუდორი უთავკაცებს.

ტუტოსპორტი და კალჩომერკატო პარალელურად ერთხმად აღნიშნავენ, რომ იუვენტუსის მომავალი მთავარი მწვრთნელი მაქს ალეგრი იქნება.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ერთ რამეს ვერ ვხვდები ტუდორი ხოა მაგის დამხმარე და თუ პირლო წავა და ეგ გახდება მთავარი მწვრთნელი დროებით რა შეიცვლება მაგით ? ანუ ეხლაც ხო ერთად საუბრობენ ტაქტიკურ მონახაზებზე და არაფერი გამოსდით ანუ მთავარი მწვრთნელი რეებს შვება და დამხმარე რაღას იზავს.
კაროჩე რა ასეთი უცნაური ხელმძღვანელობა ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ახლა ვერ დაგეთანახმები მაინც შეცვლის რაღაცას და უკეთესობისკენ

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

იმედია

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ნუ მე მჯერა

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ლოგიკურია ყველაფერი

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x