ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯოვანი გალეონე:”ალეგრი დაბრუნებასთან ახლოს არის”

მაქს ალეგრი

ჯოვანი გალეონე – პესკარას ყოფილი თავკაცი და მაქს ალეგრის ექს “მასწავლებელი” Radio Kis Kis -თან საუბარში საინტერესო დეტალებს ასაჯაროებს.

ყველასათვის ცნობილია, რომ გალეონეს მაქსთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აქვს:

“ტურინში სიტუაცია უცნაურია, მითუმეტეს კლუბი ასეთ დღეში უკვე 10 წელია არ ყოფილა.. ყველა მხრიდან ზეწოლას, სპორტული შედეგებიც დაერთო..

ანდრეა პირლო უდაოდ გენიალური პიროვნებაა, მაგრამ მის მხრებზე ბევრმა პრობლემამ გადაიარა და მას გაუჭირდა გამოცდილების არქონის გამო ყველაფერთან გამკლავება.

ანდრეა ანიელი და მაქს ალეგრი ერთმანეთის კარგი მეგობრები არიან.. მჯერა, რომ ანიელი საბოლოო ჯამში ტურინში დარჩება და შესაბამისად ეს იქნება მკაფიო შეტყობინება, რომ საჭესთან ალეგრი დაბრუნდება..

მისი სიჩუმე, კლუბებისადმი უარის თქმა ბევრ რამეზე მეტყველებს.. როგორც ჩანს მაქსი ბიანკონერიში დაბრუნებასთან ძალზედ ახლოს არის და იგი შეძლებს სიტუაციასთან გამკლავებას!

მერწმუნეთ მას ახლა რაღაც სრულებით ახალი აქვს.. მოუთმენლად ელის საქმეში დაბრუნებას, რათა ყველას აჩვენოს რასაც წარმოადგენს, რა იდეებიც გააჩნია და რისი ჩვენებაც სურს.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

კარგი იქნება

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x