ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სიახლეები

ფაბიო პარატიჩი

საინტერესო სიახლეებია რობერტ ლევანდოვსკისთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლოა დატოვოს მიუნჰენი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე.

გერმანულ გრანდში სიტუაცია ჯერ კიდევ მაშინ დაიძაბა, როდესაც ჰანს ფლიკსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის ურთიერთობა გაფუჭდა.

პარალელურად გაჩნდა ცნობები, რომ პოლონელი კლუბის დატოვებას აქტიურად განიხილავს და ერთ-ერთ ვარიანტად იუვენტუსი დასახელდა. თავის მხრივ ბიანკონერი კრიშტიანო რონალდუსთან დამშვიდობებას არ გამორიცხავენ და მის შემცვლელად ლევანდოვსკი იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ.

ინგლისიდან ვრცელდება ხმები, რომ მერიჰ დემირალის თაობაზე ევერტონმა კონკრეტული წინადადება მოამზადა.

მიმდინარე სეზონი თურქისთვის ფრიად არასტაბილური გამოდგა და ისეთივე ხელშეუხებლობით დემირალი აღარ სარგებლობს.

შესაბამისად, პრემიერ ლიგის ბინადრები მზადყოფნას გამოთქვამენ უკანახაზელი 30 მილიონ ევროდ დაიმატონ.

ჯიჯიო დონარუმას საგა საინტერესოდ ვითარდება. მას წლიური ხელფასის სახით 12 მილიონის აღება სურს, რაზეც მილანი უარს აცხადებს.

იმ შემთხვევაში თუ როსონერიმ ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა, მაშინ დონარუმა თავისუფლდება 30-35 მილიონიანი გამოსასყიდის პუნქტზე.

ყველაზე აქტიურად მის დამატებას იუვენტუსი ცდილობს, რომელიც მინო რაიოლასთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება. ბიანკონერი მზად არის მისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს და რაიოლაც არ არის წინააღმდეგი საკუთარი კლიენტი ტურინში გადაიყვანოს.

ფაბიო პარატიჩი სატრანსფერო გეგმებზე მუშაობს, მაგრამ დარჩება თუ არა ტურინში არავინ იცის.

მითუმეტეს ლუის სუარესის საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას და ბიანკონერის დირექტორებზე დიდ ზეწოლას ახორციელებს.

ანდრეა ანიელიმ უკვე განაცხადა, რომ ამ თემაზე მისთვის ცნობილი არაფერი იყო. საერთოდაც, 27 მაისი გარკვეულწილად შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს იმავე ანიელისთვის, რომელსაც ახალი პროექტი გააჩნია და მის წარსადგენად ემზადება.

თუ ანდრეა დარჩება ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ პარატიჩი ტურინში სამუშაოს გააგრძელებს. სპორტულ დირექტორთან ბევრი კითხვის ნიშნებია და მის შემცვლელზეც არაერთხელ დაიწერა.

ანალოგიურ სიტუაციაშია პაველ ნედვედიც.. მითუმეტეს მაქს ალეგრის შესაძლო დაბრუნებაზე უამრავი გავლენიანი წყარო იწერება და თუ გავითვალისწინებთ ვინ იყო მისი გაშვების ინიციატორი, ადვილი წარმოსადგენია რა როგორ გადათამაშდება.

პაულო დიბალა თუ კრიშტიანო რონალდუ? დიახ, საკითხი ზუსტად ასე დგას და კლუბს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რომელზეც გააკეთოს ფსონი.

ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენამ შესაძლოა ორივე მათგანის თემა გააუარესოს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ბიანკონერი ერთ-ერთს შეელევა.

არაერთი წყარო იტყობინება, რომ დიბალა ალეგრის გეგმებში ცენტრალურ როლს დაიკავებს და რონალდუსთან მიმართებაში მაქს არც მანამდე ქონდა დადებითი წარმოდგენა რიგი გარემოებებიდან.

შესაბამისად, პორტუგალიელზე მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურდება, თუმცა ინგლისელები მისთვის მაქსიმუმ 15-18 მილიონის გადახდას გეგმავენ, მაშინ როდესაც შემტევს წლიურად 30 მილიონის აღების იმედი აქვს. ეს ის თანხაა, რასაც ტურინში ღებულობს.

თავის მხრივ შავ-თეთრებს გადაწყვეტილების მიღება მალე მოუწევთ, რადგან დიბალასაც და რონალდუსაც კონტრაქტები ერთ სეზონში უსრულდებათ და თუ მათი უფასოდ დაკარგვა არ სურთ, მაშინ რაღაც წერტილამდე მისვლა მართებთ.

და ბოლოს ჯორჯო კიელინი.. კაპიტანი იმედგაცრუებულია კლუბის მხრიდან წამოსული სიჩუმით და ტურინის დატოვებაზე სერიოზულად დაფიქრდა.

იწერება, რომ თუ ალეგრი მოვიდა კიელინისთან კონტრაქტი გახანგრძლივდება, მაგრამ ფეხბურთელი უკვე შტატებისკენ იხედება, საიდანაც რამდენიმე MLS -ის კლუბმა კონკრეტული წინადადებით მიმართეს.

4 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

წავიდნენ ამათი კაცი რო პირლოს მოიყვანს სარის შემდეგ აქეთ თვითონ არის გასაგდები ანიელიზე ვიძახი. მობეზრდა ბიჭს სკუდეტოები ალბათ და ეხლა მაგასაც ვერ ვიგებთ ნუ ლიგაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. მოკლედ ეგ ნედვედი პირლო უნდა დააპაშოლონ

maradona73
maradona73
3 years ago

https://www.football-italia.net/169930/five-things-could-change-juventus-next-season

სერიოზული ცვლილებები იგეგმება მენეჯმენტში …

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  maradona73

ასეც უნდა იყოს

maradona73
maradona73
3 years ago

ელკანი ყოფილა ჩასული ტურინში, ეტყობა მარტო პირლოს არ ამოცხებენ პანღურს.

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  maradona73

კონტინისას საწვრთნელ ბაზაზეც მისულა და ამიტომ გამომაქვს ასეთი დასკვნები.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  maradona73

არაა მარტო პირლო დასასჯელი

maradona73
maradona73
3 years ago

რა ტყუილად დავკარგეთ 1 წელი …

იკა
იკა
3 years ago
Reply to  maradona73

2 წელი – სარი და პირლო

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ოოო აქ დიდი ამბები მოხდება

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x