ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანი ინფანტინო:”პრობლემა გაჩნდა და მას დიალოგი ესაჭიროება”

ჯანი ინფანტინო

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო სუპერლიგასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს:

“აქ იმისათვის არ ვიმყოფები, რათა გრანდები გადავარჩინო ან თავად სუპერლიგა. თუმცა, ჩემი პოზიცია ყველასათვის ნათელი უნდა იყოს – საფეხბურთო სამყაროში ომის ენით საუბარი არის დაუშვებელი!

შესაბამისად, გარკვეული ინსტიტუტები, შემდეგ უეფა და ფიფა, აქტიურ დიალოგში უნდა ჩავერთოთ და დავსვათ ერთი მარტივი კითხვა – რატომ მივედით ასეთ შედეგამდე?

აქედანვე მოუწოდებ ყველას, რომ როდესაც საქმე მიდის სანქციებზე, მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. მათ უკან დგანან მწვრთნელები, ფეხბურთელები და გულშემატკივრები, რომლებსაც ამ ყველაფერთან არაფერი აკავშირებთ.

დღეს მსოფლიო მძიმე სიტუაციაშია პანდემიის გამო და აქედან გამომდინარე, გარკვეული გადაწყვეტილებები მართლაც მისაღებია.

ფეხბურთი უკეთესი უნდა გავხადოთ.. უფრო ჯანმრთელი და საინტერესო. გადასახედია უამრავი ნიუანსი, დაწყებული სატრანსფერო საკითხებით და გაგრძელებული გუნდებში ფეხბურთელებზე მოხსნილი ლიმიტით.

მატჩების რაოდენობაც დიდი ხანია პრობლემას ქმნის, რადგან მოთამაშეების რესურსაც აქვს თავისი ლოგიკური საზღვარი.”

გარკვეულწილად ინფანტინოს განცხადება, უფრო მეტად იმ 12 კლუბის წისქვილზე ასხამს წყალს.. მათ შორის იუვენტუსის რომელიც ჯერ კიდევ რჩება ორგანიზაციაში და უეფასთან რიგ საკითხებზე დავას განაგრძობს.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
3 years ago

იქნებოდა იუვე მარტო ანიელის და არა ვიღაც აქციონერების დამათ გადაწყვეტილებებზე არ იქნებოდა დამოკიდებული.

კაი ტრანსფერბსაც მოცხებდა ალბათ, ეხლა კიდევ ელკანს შესციცინებს რა ხასიათზე გაიღვიძებს, ფუ ბლიაძ …

maradona73
maradona73
3 years ago

ისე ელკანის დდც მ^^^^ნ ანიელის რომ არ მიყიდა იუვენტუსი 2 მილიარდად.
ავი ძაღლი არც თვითონ ჭამდა და არც სხვას აჭმევდაო.

გადაყვა იმ ^^^^^^^^^ულ ფერარის და კიდია ჯუვე აშკარად.

განაჟვას მაგანაც რა …

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

კარგად აზროვნებს ეს კაცი მომწონს

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x