ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”ეპოქის დასასრული – ვინ შეეწირება? სია იზრდება”

იუვენტუსმა მილანთან უმნიშვნელოვანესი მატჩი დათმო და იტალიურმა მედიამ სრული ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ტურინელებს “დაკრძალვა” მოუწყვეს.

კლუბში ძალიან ბევრი პრობლემა სუფევს, მაგრამ თუ გუნდი აგებს პირველი ვისკენაც ხელს იშვერენ და თანამდებობას ატოვებინებენ არის მთავარი მწვრთნელი.

ანდრეა პირლო უდაოდ არ არის ის პიროვნება, რომელსაც ცალსახად უნდა დავაბრალოთ მთელი ეს კატასტროფა, მაგრამ მისი წვლილიც სახეზეა.

რა იქნება ტურინში? ჯონ ელკანი ანდრეა ანიელის გვერდით იჯდა და ეს გარკვეულწილად საინტერესო შეტყობინებას იძლევა..

ფაქტია, რომ კლუბში დიდი ცვლილებებია საჭირო.. დასრულდა თუ არა ანიელის ციკლი ამას მალე გავიგებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიახლეები რომელიც მაესტროს ეხება.

უახლოეს საათებში შესაძლოა პირლოს დაკავებული თანამდებობა დაატოვებინონ. ამ ეტაპზე დიდი გვარზე საუბარი არ მიდის და შესაბამისად, სეზონის ბოლომდე ფეხბურთელებს იგორ ტუდორი გაუძღვება.

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ინფორმაცია თუ რა ფინანსური დანაკარგი ელოდება გუნდს, თუ მან ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.. ორიოდე კვირის წინ საქმე კი გამოიყურებოდა რთულად, მაგრამ ყოველ ჩვენთაგანს გულზე ხელი რომ დავიდოთ ძნელად წარმოგვედგინა ასეთი სცენარი..

ახლა კი როცა ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, მილანმაც გადაგვასწრო და თან ისე, რომ ეს მარცხი თავის კვალს აუცილებლად დატოვებს.. ნაპოლიც ფორმაში შევიდა.. ატალანტა ტემპის დაგდებას არც ფიქრობს.. გასპერინის ბიჭები ყოველ თამაში შოუს აწყობენ და მეტოქეს 4-5 ბურთს “უბაბანებენ”..

მძიმე სიტუაციაშია კლუბი.. დანაკარგი იქნება სერიოზული და ეს კატასტროფულად იმოქმედებს სატრანსფერო პოლიტიკაზე, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია.. მიზეზი მარტივია – გადასაწყვეტი იყო იუვეს მომავალი თავკაცის ბედი, რომელიც ანდრეა პირლო ნამდვილად არ იქნება..

ცუდ დღეში აქვს საქმე ფაბიო პარატიჩისაც, რომელსაც ბიანკონერისთან კონტრაქტიც ეწურება და ისედაც მასსზე კარგს არაფერს ამბობენ.. უფრო და უფრო იწევს ზემოთ ჯუზეპე მაროტას ფიგურა და თავში ხელის რტყმა ეს რა კაცი გავუშვითო..

კრიშტიანო რონალდუს მომავალი ასევე ბურუსშია გახვეული.. პორტუგალიელს წასვლა სურს, მაგრამ სად როგორ ეს მოგვიანებით გაირკვევა.. პაულო დიბალამ გუშინდელ თამაში დიდი დრო სათადარიგოთა სკამზე გაატარა.. მის კონტრაქტზე აბსოლუტური გაურკვევლობაა, რომელიც პარატიჩიმ ვერა და ვერ გადაწყვიტა.. საბოლოო ჯამში საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს კაპიტალი შესაძლოა საერთოდ უფასოდ დაიკარგოს..

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
3 years ago

როგორ გააფარჩაკეს გუნდი პირლოს მოყვანით, ძალით გაიჩალიჩეს რა.

ჯერ ხო არაფერს წარმოადგენდა როგორც მწვრთნელი, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში აშკარა რეგრესიქონდა გუნდს, და რაღა მენეჯერი ქვია ანიელის აქამდე რომ არ მიხედა საქმეს …

maradona73
maradona73
3 years ago

ძალიან დიდ ზარალს მივიღებთ ლიგაზე ვერმოხვედრის შემთხვევაში და ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ანიელის ეკუთვნის.

დროზე მაინც გაეგდოთ პირლო, პორტოსთან მატჩის მერე ეგრევე უნდა მოექნიათ.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  maradona73

მართალი ხარ სამწუხაროდ მეგობარო

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

მთლიაანად ახალი გუნდია ასაწყობი პირლოს კიდე თუ ვინმე ენდობა აწინ და ტრენერად დანიშნავს ნუ იმას ტვინი საერთოდ არ ააქვს ფაქტია

omar sivori
omar sivori
3 years ago

სულ ვაფიქსირებდი, პარატიჩი არის დილეტანტი ისევე როგორც ნედვედი იმ საქმეში, რაც ევალებათ!! არც ანიელი წყვიტავს ვარსკვლავებს…..მაროტას გაშვება იყო საკვანძო შეცდომა!! ჩემი ფავორიტი ზიდანია მწვრთნელის რანგში და მაროტა უნდა დააბრუნონ!! გუნდში განსახორციელებელი არის ძირეული ცვლილებები და ვფიქრობ ჩემს მიერ ნახსენები დუეტის მ.ქ.კ-იქნება პროდუქტიული!! მარად და ყველგან ფორცა იუვეე!!

დათო333
დათო333
3 years ago
Reply to  omar sivori

100iani xar megobaro , pirveli vinc mosashorebelia paratichi da nedvedia , mere pirlo , magram mosayvania magali donis xalxi mat shemcvlelad , dgemde ver vxvdebi raze gaushves marota tipi ert-erti sauketesoa mis saqmeshi tu sauketesoara…. zidani magra daxatavda gunds tan imxela avtoritetiaq yvela kutxit ro marto magito rad girs da avtoriteti pirvel adgilze dgas mwvrtnelistvis mitumetes grandebshi …

juventino
juventino
3 years ago

ლიგაზე რო ვერ გავიდეთ ხო საშინელება იქნება,მაგრამ ასეთი თამაშით თუ ისევ ვინმე პორტუ-ლიონი-აიაქსის მსგავსმა გუნდებმა უნდა დაგვაფარონ თავზე მაშინ სულ არ გავიდეთ აჯობებს და მანამდე იქნება გუნდიც აეწყოს.ეხლა როცა გუნდს უჭირს ავდგეთ და დედის ტრ… ვიგინოთ არაა ეგ მთლად სწორი გულშემატკივრობა,მაგრამ როცა ხელმძღვანელობა ასეთ სულელურ და გაუმართლებელ ნაბიჯებს დგამს ეგ უკვე ნერვებისმომშლელია.ბოლოს გაჩემპიონებული ინტერიც გაგვხევს ტურინში და ეგ იქნება “კანცოვკა” აი რონალდოს ტიპაჟი უკვე ზიზღში გადამდის და პირლოზე მეტად ეგ კაცია მოსაშორებელი გუნდიდან მე თუ მკითხავ!!!

batumski
batumski
3 years ago

მიუხედავად დიდი პატივისცემისა მომხდარზე პასუხისმგებელი ანდრეა ანიელია..

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x