ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსმა ჩემპიონი დაამარცხა – ფეხბურთელების შეფასებები

მძიმე ბრძოლაში, მძიმე ვითარებაში იუვენტუსმა გამოამჟღავნა ის ხასიათი, რომლითაც გუნდი ყოველთვის ამაყობდა.. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში პირველად, რამაც საბოლოო ჯამში არასასურველ შედეგამდე მიგვიყვანა..

გავიმარჯვეთ და სატურნირო ცხრილში კი “შევძვერით” ოთხეულში, მაგრამ ვაი და დღეს ნაპოლიმ ფიორენტინას მოუგო, მაშინ..

ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს გთავაზობთ La Stampa -სგან:

შესნი – 6 – პირდაპირ ვთქვათ, რომ ადრე გაცილებით დიდ სიმშვიდეს აფრქვევდა.. ახლა სიტუაცია შეიცვალა.. არასწორი გამოსვლები ხაზსგასასმელია.. სხვა მხრივ ვესინოს დარტყმულზე საიმედო იყო.

დანილო – 6 – ძირითადად დაცვაში მოქმედებდა და ურიგოთ თავი არ წარმოუჩენია.

დე ლიხტი – 7 – ფენომენალური თამაში და ერთადერთი შეცდომა პენალტი იყო, თუმცა სხვა მხრივ საოცრად იასპარეზა! ლაუტაროსთან ბრძოლაში განსაკუთრებით ბრწყინავდა.

კიელინი – 7 – დაბრუნდა! განსაკუთრებით გასულ კვირას შევხედავთ. ლუკაკუსთან ინციდენტი გასაგებია, მაგრამ სხვა მხრივ ეს ის ჯორჯო იყო რომელსაც ტურინი მთელი სეზონია ნატრობდა.

ალექს სანდრო – 6 – დაცვიდან ამოსვლის დროს ბევრ შეცდომას უშვებს.. თუმცა, უკანახაზში კარგი იყო.

კუადრადო – 8 – შეუნარჩუნა გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი.. პირველი ბურთი მცირე კოპირება იმის, თუ როგორი გაიტანა წლების წინ.. შემდეგ პენალტი მოიპოვა და თავადვე გარდასახა. შეუჩერებელია! სერიოზული თავისტკივილი, რომლის გადაჭრა ნერიაძურიმ ვერაფრით შეძლო.

ბენტანკური – 5 – როგორი სეზონიც ქონდა, ისევე დაასრულა მატჩი.. ლუკაკუზე ჯარიმა და მეორე ყვითელი ბარათი.. მისთვის სეზონი დასრულდა. თამაშის მხრივ გამოირჩა იმით, რომ უაზროდ კარგავდა ბურთებს.

რაბიო – 7 – მუდამ არის ყურადღების ცენტრში.. უხვად ართმევს ბურთს, იწყებს შეტევებს, მანევრირებს და ფიზიკურ კონდიციებს ეფექტურად იყენებს.

კიეზა – 5.5 – ჩვეული იდეების ნაკლებობას განიცდის.. შორს არის ფორმისგან ტრავმის გამო, რომელიც გენუაში მიიღო.

დემირალი – 70 წუთიდან – 6 – მცველი თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელიც უნდა აჩვენოს მაშინ როდესაც მისი გუნდი მოედანზე კაცნალული იმყოფება.

კულუსევსკი – 5.5 – მისი დღე არ იყო.. არ იყო იდეები, სიმწვავე და სისწრაფე.. რამდენიმე დღეში მატჩია და შეეძლება შეცდომის გამოსწორება.

მაკენი -5.5 – 56 წუთიდან – გამოდის, რათა შუახაზი გააძლიეროს, მაგრამ მისგან ჩვეულ ინტენსიურობას ვერ ვხედავთ.

რონალდუ – 6 – მართალია ჰანდანოვიჩმა პენალტი მოიგერია, მაგრამ პორტუგალიელმა ბადეში ის მალევე დააბრუნა. ბენტანკურის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია, რაც მისი ბრალი არ იყო, მაგრამ პირლოსგან სწორი ნაბიჯი გადაიდგა.

მორატა – 70 წუთიდან – 6 – არადა ყველა სასტარტოში ელოდა, თუმცა ანდრეას ეს ნაბიჯი უფრო მიმართული იყო დაცვისკენ, ვიდრე თავდასხმისკენ.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
იკა
იკა
3 years ago

კიელინის, დელიხტს და რაბიოს მეტი ეკუთვნით… კვადრადოს მაქსიმალური… ანუ მეტი რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა რო მაქსიმალური დაუწერონ… იმენა უიმედო მდგომარეობაში ადგა და წინ გაიყვანა გუნდი, თამაში მოიგო… ისედაც იბრძოდა, დაცვაშიც საიმედო იყო მეტი რაუნდა ქნას…
ბენტანკური ქლიბისთვის კიდე 5 სასაცილოდ ბევრია… გარდა იმისა რო გუნდისთვის არაფერი გაუკეთებია, პირიქით აზიანებდა და ხელს უშლიდა…

batumski
batumski
3 years ago

დე-ლიხტი ფანტასტიური იყო,პენალტის ეპიზოდში მცირე უზუსტობა,კიელო როგორც ყოველტვის თავდადებული,რაბიო არანორმალურად კარგი,კუადრა გმირი..ბენტა ნერვებს მიშლის(სხვათაშორის ატლეტიკო ინტერესდება და ბარტერსაც არ გამოვრიცხავ)..

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

კვადროს ეკუთნოდა ყველაზე მაღალი და ააქ კიდევავ

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x