ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კლაუდიო რაიმონდი დონარუმას მომავალზე

Sportmediaset -ის ჟურნალისტი კლაუდიო რაიმონდი ჯიჯიო დონარუმას თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობს:

პაველ ნედვედსა და მინო რაიოლას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის მთავარი სალაპარაკო თემა დონარუმას მომავალი იყო.

იუვენტუსი დაინტერესებულია იტალიელი კარის დარაჯით და მზადყოფნას გამოთქვამს, კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმოს და სეზონში 8 მილიონი გადაუხადოს. 

ბარსელონა საქმეშია და უკანასკნელი ცნობებით თითქოს უკეთეს პოზიციაში იმყოფება, მაგრამ თავად ჯანლუიჯისთვის პრიორიტეტი სამშობლოში დარჩენაა.

რამდენიმე დღეში ნედვედი რაიოლას მონტე კარლოში შეხვდება, სადაც პოპულარული აგენტი დღეისათვის იმყოფება.

არ უნდა დაგვავიწყდეს ვოიცეხ შესნიც.. თუ დონარუმას საქმე წარმატებით დასრულდა, მაშინ ეს ავტომატურად ნიშნავს პოლონელისთვის კარების გაღებას. კულუარული ცნობებით შესნით დაინტერესებას პრემიერ ლიგის კლუბები იჩენენ.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊

ანგარიშის ნომრები:👇

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

საინტერესოა რა მოხდება

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x