ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato:”ალეგრის გეგმები მეკარის და დაცვის რგოლზე”

Calciomercato იუვენტუსის სატრანსფერო კამპანიაზე კონკრეტულ სიახლეს გვთავაზობს.

საგულისხმოა, რომ გავლენიანი იტალიური წყარო ამჯერად ფოკუსირებას მეკარის და დაცვის რგოლზე ახდენს.

მაქს ალეგრის გუნდში დაბრუნების შემდეგ, საერთო მოსაზრებით ტოსკანელს სატრანსფერო სვლებში ყურს გაცილებით აქტიურად დაუგდებენ.

ჯიჯიო დონარუმას თემა აქტუალურია.. მოთამაშეს მილანის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და ეს ინფორმაცია პაოლო მალდინიმაც დაადასტურა.

იუვენტუსის გარდა საქმეში ბარსელონაც ფიგურირებს, თუმცა თავად დონარუმას სამშობლოდან წასვლა პრიორიტეტში არ უზის და შესაბამისად, თუ ტურინელებთან საერთო ენა გამოინახა, მაშინ ბიანკონერის სხვა პრობლემის გადაჭრა მოუწევს.

ასეთი პრობლემა კი ვოიცეხ შესნის ეხება, რომლის მიმართ ჯერჯერობით ბურუსია.. არცერთი გუნდი არ ჩანს ჰორიზონტზე, რომელიც პოლონელი კარის დარაჯთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წამოიწყებდა.

მაგრამ ეს წესით მალევე შეიცვლება, თუ დონარუმასთან დაკავშირებით ყველა მხარე შეძლებს კომპრომისის მონახვას.

ახლა დაცვის ხაზი – ალესიო რომანიოლის საქმეები როსონერის რიგებში უკეთესის სურვილს ტოვებს. ამიტომაც ფედერიკო ბერნარდესკის სანაცვლოდ მისი ტურინში ხილვა საკმაოდ რეალურია.

რომანიოლის ლეონარდო ბონუჩის ჩანაცვლება მოუწევს, რომლის მიმართ კითხვის ნიშნებია.. სხვადასხვა ხმების თანახმად ალეგრი ბონუჩის სასტარტოს ვერ პირდება, რაც მხარეებს შორის გაუგებრობას იწვევს.. ყველაფერთან ერთდ ასაკიც გასათვალისწინებელია..

ალტერნატიულ ვარიანტად ფიორენტინაში მყოფი მილენკოვიჩი სახელდება. მისი გადაბირება წესით უფრო იოლი უნდა იყოს, თუმცა.. ალტერნატივა ალბათ მაინც უადგილო სიტყვა იყო.. საქმე იმაშია, რომ ბონუჩის გარდა იუვე შესაძლოა მერიჰ დემირალმაც დატოვოს.. სწორედ თურქის სანაცვლოდ განიხილება მილენკოვიჩი.

და ბოლოს მარცხენა მცველი – ემერსონ პალმერი.. არენდაზე მიდის საუბარი, მაგრამ ჩელსის გარანტიები ესაჭიროება როდესაც იჯარის პერიოდი დასრულდება.. აქ კი ტურინი დუმს.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები 

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
3 years ago

დემირალი და რომერო გვყავს, რაღად გვინდა რომანიოლი?
ვითომ იტალიეობის გულისთვის?

დაცვის ცენტრში უახლოეს 5 წელში მაინც პრობლემები არ გვექნება, ფლანგებს მიხედონ ჯობია.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ver vxvdebi ra mowonT donarumasi

batumski
batumski
3 years ago

დონარუმაზე აზრს არ შევიცვლი,არასდროს მომწონდა ეგ ბიჭი,დაბალ ბურთებზე,გამოსვლებზე კატასტროფაა,ფეხით თამაშიც უჭირს,სათამაშო რიტმსა და კონცენტრაციას ხშირად კარგავს,არიქა იტალიელი და რაღაც არასერიოზული თემაა..

batumski
batumski
3 years ago

კიელინის ასაკაც გასათვალისწინებელია მით უფრო ქრონიკულიკული ტრავმიანობის ფონზე..ბონუჩის რაც მომწონს გრძელი დიაგონალური პასია დალშე პოზიციურად მოიკოჭლებს(ვერანაირად განვიხილავ სასტარტოს წევრად)დემირალი-ფეხბურთელი რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა,შესაბამისად საფრთხე და რისკის რეციდივი მუდმივად არსებობს(30 მლნ და წავიდეს)დე-ლიხტის იმედზე ვართ..რომანიოლის რაც შეეხება ტიპმა რეგრესი განიცადა,ძირითად შემადგენლობაში დაკარგა ადგილი,მილენკოვიჩი არ ვიცი,რომერო რო დაგვიბრუნებინა??ფანტასტიური სეზონი ქონდა ბერგამოში..ყველა რგოლი პრობლემატურია..ემერსონ პალმერს სათადარიგო ვარიანტად თუ მოიაზრებ ..

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

დემირელი არ დატოვებს წესით რადგან ალეგრი ერთერდ ძირითადის წევრად განიხილავს მემგონი და მეც მჯერა კიდე დემირელის

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x