ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ანიელის და ფაბიო პარატიჩის პრესკონფერენცია

ფაბიო პარატიჩი

11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იუვენტუსს ფაბიო პარატიჩი დაემშვიდობა.

კონტინასაზე ანდრეა ანიელიმ პრესკონფერენცია გამართა სადაც ფაბიოს მადლობა საჯაროდ გადაუხად და საინტერესო ეპიზოდები გაიხსენა:

“ეს იყო ურთულესი წელიწადი და საერთოდ პანდემიასთან გამკლავება, იყო გამოწვევა არამარტო იუვენტუსისთვის არამედ მთელი მსოფლიო მსოფლიოსთვის. 

ბუნებრივია ასეთ დროს რიგი გადაწყვეტილებები არ იქნებოდა სიხარულით აღქმული, მაგრამ ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ და მომავალშიც ასე იქნება.

პირველად ვეხები მაქს ალეგრის დაბრუნებას, რომელთანაც ახლა სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და პრესკონფერენციას აუცილებლად მოვაწყობთ. თამამად ვიძახი, რომ ამ თავგადასავალში დაბრუნება უდაოდ საინტერესო იქნება და მოუთმენლად ველოდებით. დავისახეთ გრძელვადიანი და საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რომელესაც ნაბიჯ ნაბიჯ გავუყვებით.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სუპერლიგაზეც ვთქვა ერთი ორი სიტყვა, რადგან კითხვებს ამ თემაზე პასუხს ახლა არ გავცემ. 

სუპერლიგა გადატრიალების მცდელობისთვის არ გაგვიკეთებია. ეს იყო ხმამაღალი შეტყობინება, რომ ფეხბურთი კრიზისშია და გადარჩენას საჭიროებს. ამაზე 2019 წელსაც ვსაუბრობდით, როდესაც მარკეტინგული და მედია უფლებები სრულად მათ სასარგებლოდ რჩებოდათ..

2020 წელს დამტკიცებულმა ბიუჯეტმა კლუბებისთვის სახეირო არაფერი მოიტანა. სახელმწიფოს დონეზეც ბევრი პრობლემა გაჩნდა და ბუნებრივია ასეთ დროს ვის მივმართავდით თუ არა უეფას.. მათ კი ყველაზე ცუდი გზა აირჩიეს – სრული იგნორირება..

ამის შემდეგ იწყება მუქარა, შანტაჟი და ზეწოლა. ეს ახლაც გრძელდება, როდესაც სამ კლუბს სანქციებით ემუქრებიან. ჩვენ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ, რადგან აბსულუტურად გვესმის როგორი ბაკროტისკენ მიდის საფეხბურთო სამყარო. 

უეფა ვალდებულია მოგვისმინოს და გაითვალისწინოს მადრიდის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი, რომელიც მონოპოლიას გმობს. ანალოგიური სარჩელია შეტანილი ევროპულ სასამართლოში, რომლის ვერდიქტსაც ველოდებით.

მოდით ამით ეს საკითხი დავასრულოთ და გადავიდეთ ფაბიო პარატიჩიზე, რომლის ხელმძღვანელობით იუვენტუსმა ყველა ასაკობრივ დონეზე დიდ წარმატებას მიაღწია და უამრავი ჯილდო გაიფორმა! ეს სწორედ ფაბიოს ნაყოფიერი მუშაობის შედეგია.

საერთოდაც, იუვენტუსი განსაკუთრებულია.. ფაბიოც კი აქ მოვიდა როგორც ბიჭი და მიდის როგორც კაცი! საოცრად გამორჩეული და უმაღლესი დონის პროფესიონალი! უბრალოდ რაღაც ეტაპზე, დიალოგის შედეგად მივედით დასკვნამდე რომ ეს წარმატებული ისტორია უნდა დასრულებულიყო.

ჩაშლილი ტრანსფერი, რომელმაც ყველაზე დიდი სინანული გამოიწვია? რობი ვან პერსის საქმე.. ჩემს სახლში ორგანიზებული ვახშამი, დიალოგი და საბოლოოდ დიდი იმედგაცრუება. 

პოზიტიურად სამი მახსენდება – ტევესი, დიბალა და რონალდუ

მახსენდება უამრავი შეხვედრა.. დიალოგი ფეხბურთელებზე.. თან ისე ემოციურად მიხასიეთებდა თუ ვინმე მოეწონებოდა, რომ შეეძლო რამდენიმე საათით ესაუბრა. 

დილით ადრიანად მირეკავდა 7:30-ზე.. იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში საქმეში იყო ჩართული..

ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ჩინებულ პროფესიონალთან ერთად გავიარე. ერთადერთი თხოვნა მექნება, რომ მომავალში ასე ადრიანად აღარ დამირეკო.”

ფაბიო პარატიჩი

“დეტროიტში ვიყავი ამ დროს პარკინგზე და მედია განყოფილებაზე ვიყავი განრისხებული, რომელმაც გარკვეული ინფორმაცია სათანადო დროს არ მომაწოდა.

იყო თუ არა პრობლემა ლუის სუარესის ქეისი ან მაქს ალეგრის დაბრუნება? იუვენტუსი არის კლუბი, რომელიც მხოლოდ წარმატებაზეა ორიენტირებული და პროგრესი უნდა გააგრძელოს. ამიტომ მაფიოზურ კლანებზე, ლუის სუარესის გამოცდაზე ან ალეგრისთან კამათზე საუბარი არის სისულელე და მეტი არაფერი. მსგავსი არაფერი ყოფილა..

იუვენტუსისთვის უკან არაფერზე დამიხევია და ყველაფერი გავიღე! მომეცა საშუალება მსოფლიოს გამორჩეულ ადგილას მემუშავა.. ვყოფილიყავი ისეთი ვარსკვლავების გარემოცვაში როგორებიც არიან ტევესი, ბუფონი, რონალდუ, დიბალა!

თუ მკითხავთ ტრანსფერს, რომელიც ყველაზე პოზიტიურად მახსენდება უდაოდ ანდრეა ბარძალია! კი გესმით რა მასშტაბის მნიშვნელობა ქონდა მას ჩვენთვის! პაულო დიბალა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო გახლავთ, რადგან ლა ჯოია მაშინ ძალზედ ახალგაზრდა იყო. 

პოზიტიური მომენტი მარკო ბორიელოს გოლი ჩეზენასთან.. ეს ეპიზოდი ფოტოგრაფმაც კარგად დააფიქსირა.

ნამდვილად არ განვიცდი რომელიმე ტრანსფერის ჩაშლას, რადგან სეზონის მანძილზე ყოველთვიურად გვიწევდა 4-5 რთული გადაწყვეტილების მიღება. დიბალა-ლუკაკუს ბარტერი? პაულო ფანტასტიური ფეხბურთელია და ვფიქრობ, არც უნდა განიხილებოდეს ან ეჭვის ქვეშ დგებოდეს მისი სტატუსი.

ჩემი პირველი დღე ტურინში? ჯუზეპე მაროტასთან ერთად ტურინში ერთ-ერთ რესტორანში უნდა შევხვედროდით ანდრეა ანიელის. ადგილზე მისვლისას რესტორანი ისე მომეწონა, რომ ნერვიულობა დავიწყე. ვიკითხე კიდევაც, სწორ ადგილას თუ ვიყავით.. მაგრამ მალევე ანდრეა გამოჩნდა და მივხვდი, რომ ეს დიდი ისტორიის დასაწყისი იქნებოდა. 

მომავალი კლუბი? აქ არ არის შესაფერისი ადგილი მსგავს თემაზე სასაუბროდ. უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩემი ოჯახი მოუთმენლად ელის თუ როდის გავაგრძელებ მუშაობას.”

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x