ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ახალი ფორვარდი, პანდემია და გაუგებრობა რონალდუსთან მიმართებაში

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გაბრიელ ჯესუსის თაობაზე იტალიურ მედიაში, ერთბაშად რამდენიმე ინფორმაცია გამოქვეყნდა.

როგორც ირკვევა ბრაზილიელი მანჩესტერ სიტისთან დამშვიდობებას გეგმავს და ბიანკონერისთვის ეს შესაძლოა კარგ ვარიანტად შედგეს.

თუმცა, აქ ისევ და ისევ ბევრი რამ არის კრიშტიანო რონალდუს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული.

სხვათაშორის პორტუგალიელის აგენტი ჟორჟ მენდეში უკვე ესაუბრა რეალის, მანჩესტერის და პსჟ-ს წარმომადგენლებს. მას სურდა გაეგო, ხომ არ იყო რომელიმე მათგანი კრიშტიანოთი დაინტერესებული..

ინტერესი არის, მაგრამ ფინანსური ასპექტი არ იძლევა მოქმედებაზე გადასვლის საშუალებას.. რონალდუ თავის მხრივ ალეგრის ესაუბრა და გადაწყვეტილებას დარჩენა/წასვლასთან დაკავშირებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

ჯესუსთან მიმართებაში ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ შეტევაში ნებისმიერი ცვლილება პორტუგალიელის გადაწყვეტილებაზეა..

ფორვარდი რომ საჭიროა ამაში არავინ დაობს, მაგრამ ერთია მოიყვანო ფეხბურთელი რონალდუს კონკურენციაში და მეორეა, როდესაც ასეთი ფიგურა მიდის და ეს ზონა თავიდან არის დასაკომპლექტებელი..

კვლავინდებურად რჩებიან ჰორიზონტზე დუშან ვლაჰოვიჩი, ედინ ჯეკო და მაურო იკარდი.. თუმცა, სატრანსფერო თემებში ყველაფერი იმდენად მდორედ მიდის ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა პროცესი მნიშვნელოვნად გაიწელოს.

ვლაჰოვიჩზე სხვათაშორის იებს იმდენად გაუტკბათ ინტერესი, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ფეხბურთელი ზეცაში აიყვანონ:

“კონტრაქტი სულ რომ არ გაახანგრძლივოს მაინც ჩვენთან დარჩება! ახლა მისი ღირებულება 40-50 მილიონს უტოლდება, მაგრამ მალე ეს ფასი 90 მილიონზე ავა!”

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bero-juve10
bero-juve10
3 years ago

es xalxi moiyvanon da ligis tasisken gaviwevt
ogond manamde eseni unda gaushvan
remzi, arturi, bernardeski, demirali da tu ronaldu gaushves mis magivrad pogba
amat + piaca, perini, de shilio, rugani, mandragora
da es motamasheebi minda rom movidnen
teo ernandesi, barela, kante, moizes kini, lokateli an tonali
+ fagioli, luka pelegrini, dragushini, romero, orsolini

აგული
აგული
3 years ago

ბებერი ედინ ჯეკოთი და სრულიად უცნობი ვლაჰოვიჩით ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ!!

batumski
batumski
3 years ago

ედინ ჯეკოზე უკეთესი სტრაიკერი ლევანდოვსკია ძმაკაც..

იკა
იკა
3 years ago

რა ჯეკო, 35 წლის ჯეკო რატო ყავთ სიაში ან რა მილიკი უნდათ კიდე… ვინ არიან ესენი, პრესტიჟული გრანდის მენეჯერები თუ უთავმოყვარეო სირ.ები…

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

შვეიცარიის სასამართლომ განაცხადა რო არანაირი უფლება არ აქ უეფას დასაჯოს იუვე ბარსელონა რეალიო

bero-juve10
bero-juve10
3 years ago

am shemadgenlobit da danomvrit iqneba kargi am sezonshi

  1. shesni
  2. teo ernandesi
  3. kielini
  4. de ligti
  5. rabio
  6. pogba
  7. kante
  8. kieza
  9. morata
  10. dibala
  11. moizes kini
  12. franko israeli
  13. danilo
  14. makeni
  15. kulusevski
  16. kvadrado
  17. dragushini
  18. fagioli
  19. bonuchi
  20. bentankuri
  21. luka pelegrini
  22. pinsolio
  23. lokateli
  24. frabota
  25. orsolini
  26. da grasa
batumski
batumski
3 years ago

ჯეკო დაიდოს..

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  batumski

იკარდის 100 თავით მირჩევნია

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

საინტერესო სიახლეებია

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x