ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბამ და იუნაიტედმა მოლაპარაკებები დაიწყეს, თუმცა..

პოლ პოგბა ყოველი სატრანსფერო ფანჯრის აქტიური ფიგურაა.. იუვენტუსი სხვა კლუბებთან ერთად მის დამატებას არაერთხელ ეცადა, მაგრამ ამ საქმიდან ჯერ არაფერი გამოვიდა.

ბრიტანული წყაროების მტკიცებით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მინო რაიოლას დაუკავშირდა და პოპულარულ აგენტთან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყება დაგეგმა.

არავისთვის არის სიახლე, რომ ფრანგს იუნაიტედთან ხელშეკრულება 2022 წლის ივნისში ეწურება და ინგლისელთა აჩქარება უადგილო ნამდვილად არ არის.

საინტერესოა, რამდენად მოახერხებენ მხარეები საერთო ენის გამონახვას, მითუმეტეს ვადები საკმაოდ მცირეა და თუ ამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პოგბამ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა, მაშინ მანჩესტერლები დიდი რისკის ქვეშ დგებიან შუახაზელი საერთოდ უფასოდ არ დაკარგონ..

იუვე აკვირდება, რადგან სხვა გზა პრინციპში არა აქვს.. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები ჩიხში შევა, რაიოლა იუნაიტედზე წნეხის გაზრდას ეცდება და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება იუვე პროცესში ჩაერთოს.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x