ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრის პირველი მოთხოვნა ხელმძღვანელობის მიმართ

მაქს ალეგრი

მასიმო პავანი მაქს ალეგრის პირველ განკარგულებებზე საუბრობს, რომელიც ტოსკანელმა თავკაცმა ხელმძღვანელობას მისცა:

ალეგრის მოთხოვნა არის მკაფიო.. თუ იუვენტუსის საერთო ხარისხის გაუმჯობესება სურთ, მაშინ აუცილებელია რიგი ტრანსფერების განხორციელება.

მაქსი ერთ მცველს, ორ ნახევარმცველს და მინიმუმ ერთ თავდამსხმელს ითხოვს.

დაცვაში მერიჰ დემირალი კითხვის ნიშნებს ბადებს, რადგან მისი ბოლოდროინდელი ასპარეზობა უკეთესის იმედს ტოვებს. მის შემცვლელად ნიკოლა მილენკოვიჩს განიხილავენ, მაგრამ არც კრისტიან რომეროს კანდიდატურა უნდა გამოვრიცხოთ, რომელმაც ბერგამოში მაღალი დონის თამაში აჩვენა.

შუახაზში სიტუაცია უფრო რთულად ჩანს და ამ ზონაში ალეგრი ერთბაშად ორ მოთამაშეს ითხოვს. ბუნებრივია გუნდს რიგი მოთამაშეები დატოვებენ.. აარონ რემზი და ფედერიკო ბერნარდესკი არ შედიან კლუბის გეგმებში..

მათ ნაცვლად იუვეს ჭირდება იმ პროფილის მოთამაშე, რომელიც თამაშის ტემპს შექმნის და ცენტრში სიტუაციას ორგანიზებას გაუწევს.. მანუელ ლოკატელი ასეთი ტიპის რეჯისტა, თუმცა მასთან ერთად მეცალასაც უნდა ველოდოთ.. სხვათაშორის არსებული შუახაზელებიდან ალეგრი ადრიენ რაბიოს განსაკუთრებულად აფასებს.

და ბოლოს ფორვარდი.. იუვე აღარ დაუშვებს შეცდომას და სეზონს სამი ფორვარდით არ დაიწყებს. ყველანი თანხმდებიან, რომ მეოთხე თავდამსხმელი აუცილებელია.. თუმცა, თუ კრიშტიანო რონალდუ კლუბს დატოვებს, მაშინ პაულო დიბალას და ალვარო მორატას დამატებით ორი ახალი პარტნიორი ეყოლება.”

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bero-juve10
bero-juve10
3 years ago

daabrunon romero
moiyvanon kante, lokateli da barela pogbadan erterti
aseve teo ernandesi da moizes kini
+ fagioli, orsolini, dragushini, luka pelegrini da grasa da franko israeli
gundidan gaushvan
tu ronaldus gaushveben pogbashi gacvalon
demirali, remzi, bernardeski, arturi, makeni
+ perini, mandragora, piaca, de shilio, rugani.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x