ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”ლოკატელის თაობაზე კომპრომისი ნაპოვნია?”

Gazzetta -ს პროგნოზით იუვენტუსი და სასუოლო რთულ მოლაპარაკებებს, საბოლოო ჯამში წარმატებით დაასრულებენ.

მხარეები უკვე არაერთი სატრანსფერო ფანკარაა მანუელ ლოკატელის თაობაზე ვაჭრობენ და როგორც ჩანს გვირაბის სინათლე გამოჩნდა.

ამ ყველაფერში საკუთარი წვლილი თავად ფეხბურთელმაც შეიტანა, რომელსაც კარიერის გაგრძელება უშუალოდ ბიანკონერის რიგებში სურს.

ჰორიზონტზე ბოლო ხანებში სხვადასხვა კლუბები გამოჩნდა.. მანჩესტერ სიტიზეც იწერებოდა, ბარსელონაზეც და დონეცკის შახტარზეც კი, სადაც რობერტო დე ძერბი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.. ბუნებრივია ინტერესი სწორედ იტალიელი სპეციალისტის თხოვნით დაფიქსირდა.

სასუოლო 40 მილიონს ითხოვს ნიჭიერი შუახაზელის სანაცვლოდ, მაგრამ იუვე ყველამხრივ ცდილობდა ამ თანხის შემსუბუქებას სხვადასხვა შეთავაზებით. თუმცა, რადუ დრაგუსინმა, ჯანლუკა ფრაბოტამ და ვერც დანიელე რუგანიმ ამ მიზნის მიღწევაში წვლილი ვერ შეიტანეს.

სამაგიეროდ Mapei -ს ბინადრებისთვის ნიკოლო ფაჯიოლო ფრიად საინტერესო ფიგურაა და ერთგვარი კომპენსაციაც კი გახდება ლოკატელის წასვლის შემთხვევაში.

ფაჯიოლო ფრიად საინტერესო ფიგურაა, რომელსაც თავად მაქს ალეგრი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.. ფეხბურთელი პრიმავერას აღზრდილია და შარშან პირლომ გარკვეულ მატჩებში თავის გამოჩენის საშუალებაც მისცა. შესაძლოა სასუოლო ნიკოლოსთვის სწორი გუნდია, სადაც გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიეცემა და საკუთარი ტალანტის დემონსტრირებას უფრო მკაფიოდ მოახერხებს.

ამ ეტაპზე გაძეტა არ აკონკრეტებს თანხას, რომელსაც იუვე ფაჯიოლოში ითხოვს და რომელიც საბოლოო ჯამში ლოკატელის ტრანსფერზე აისახება.. წესით ყველაფერი მალევე უნდა გადაწყდეს.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დათო333
დათო333
3 years ago

ki dzan kargia lokateli dges dublic gaiforma shveicariastan , magram fajiolis xarjze da plus pulis damatebit argirs arcert variantshi fajiolis ro potencialiaq mikvirs rato ar atamashebda pirlo , aseti axalgazrda da ase dastoinad motaamashe igrokebi ishviatobaa dzaan tan teqnikac sakmaod eleganturi aqvs

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

მორატა კიდევ 1 წლით იუვეში რჩება! გამოესყიდათ მთლიანად რა პონტია მეტი რა აქ დასამტკიცებელი ამდენი წელი აქ იყო ან მოგწონს ან არ მოგწონს.

maradona73
maradona73
3 years ago

მოიყვანონ ეს იკეთესს თუ ვერ ქაჩავენ, სხვა რა გზაა.

batumski
batumski
3 years ago

იდეაში ლოკატელი მოყომარებულია,სავარაუდოთ ფაჯიოლო იქნება ჩართული ტრანსფერში გამოსყიდვის პერსპექტივით..პ.ს.ფაჯიოლო არსად გარბის,არაუშავს,მოიცდის,სასუოლოში მეტი დრო ექნება პრაქტიკისთვის

batumski
batumski
3 years ago

ლოკატელი-რაბიო სურს ცენტრში ალეგრის..

bero-juve10
bero-juve10
3 years ago

fagiolo ar unda gaushvan didi potenciali aq am bichs
jobia bernardeski, de shilio da rugani davtmot vidre fagiolo.

juventino
juventino
3 years ago
Reply to  bero-juve10

საკუთარი აღზრდილი,პერსპექტიული მოთამაშეების გაშვებაში რო ბადალი არ ყავს იუვეს ეგ ხომ ყველამ ვიცით უკვე.იმობილე და კინის გახსენებაც საკმარისია.გადავა ეხლა ფაჯიოლიც სხვა გუნდში,ათამაშდება საკაიფოდ და მერე დაუწყებენ ესენი წუწუნს 50 მილიონად მაინც მოგვყიდეთო!

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x