ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კროოსი:”რონალდუსთან დახმარებით ბევრ წარმატებას მივაღწიე”

გერმანია პორტუგალიის მატჩის შემდეგ, ყველა იხილავდა როგორ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები ტონი კროოსი და კრიშტიანო რონალდუ..

მასმედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ რონალდუ გერმანელს სწორედ რეალში შესაძლო დაბრუნებაზე ესაუბრებოდა:

“4 წლის მანძილზე ვთამაშობდით ერთად და თამამად შემიძლია განვაცხადო, მის მხარდამხარ და უშუალოდ პორტუგალიელის დამსახურებით დიდ წარმატებას მივაღწიე.

გასახდელშიც ყოველთვის ერთად ვიყავით, რადგან რონალდუ ჩემთვის გამორჩეული პროფესიონალია!

ბუნებრივია როდესაც სხვადასხვა კლუბებში ვიმყოფებით, კომუნიკაციისთვის ბევრი დრო აღარ გვრჩება და შესაბამისად, შემთხვევით ვისარგებლეთ და ერთმანეთი მოვიკითხეთ. საუბარი შეეხო როგორც მატჩს, ასევე სამომავლო დაპირისპირებებსაც.

რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას? ამასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით რადგან მსგავს თემაზე სიტყვაც არ თქმულა. ზოგადად იტალიაზე ვკითხე თუ როგორ გრძნობდა თავს და როგორია იუვეში ყოფნა.

ერთი სიტყვით მეგობრის კიდევ ერთხელ ხილვა ძალიან სასიამოვნო იყო.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x