ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღეს, მილანში ლოკატელის ბედი გადაწყდება

დღეს მილანში ერთმანეთს ფედერიკო კერუბინი და ჯოვანი კარნევალე შეხვდებიან, რომლებიც მანუელ ლოკატელის მომავალს გადაწყვეტენ.

იუვენტუსი სერიოზულად არის მოწადინებული იტალიელი შუახაზელის გასაფორმებლად, თუმცა სასუოლოსთან დიალოგი არასდროს არის იოლი.

ბიანკონერის მხრიდან მომზადებული წინადადება შემდეგს გულისხმობს – 30 მილიონი + რადუ დრაგუსინის სატრანსფერო უფლებები.

რუმანელი ცენტრალური მცველი Mapei -ს ბინადრებისთვის მართლაც საინტერესო ფიგურაა, თუმცა თუ ტურინი ახალგაზრდა უკანახაზელს 10 მილიონად აფასებს, კარნევალესთვის ეს ციფრი მაქსიუმ 7-ს უტოლდება.

იმ შემთხვევაში თუ მხარეებმა მონახეს საერთო ენა, მაშინ ლოკატელი ბიანკონერის რიგებში წლიურად 3 მილიონს + ბონუსებს გამოიმუშავებს.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊

ანგარიშის ნომრები:👇

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

4.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
3 years ago

ნამეტანი გაორებული ვარ ამ კაცის ტრანსფერზე.თან მინდა და მაინტერესებს და თან მეშინია,რამდენად უშველის ეს იუვეს ნახვეარდაცვას.ისე გამწარებული ითხოვენ ამის მოყვანას,მგონი მართლა რამე სასწაულია და ჩვენ არ ვიცით.იმედია მორიგი იმედგაცრუება არ იქნება

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x