ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato:”მოლაპარაკებები დაიწყო”

Calciomercato -ს მტკიცებით ფედერიკო კერუბინსა და პაულო დიბალას აგენტს შორის კონსულტაცია ახალ კონტრაქტთან მიმართებაში დაიწყო.

მხარეები ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ, რაც ნაკლებად შეიმჩნეოდა ფაბიო პარატიჩის პერიოდში.

დიბალას ტურინში დარჩენა სურს, ისევე როგორც იუვეს მისი შენარჩუნება. მაქს ალეგრიმ არგენტინელთან კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტად დაისახა და კლუბმაც შესაბამისი სამუშაოები გასწია.

ხელშეკრულება მინიმუმ 3 წლით გაგრძელდება, ხოლო სეზონში 10 მილიონი + ბონუსები. თავად მოთამაშეს 12 მილიონის მიღება სურს, მაგრამ განსხვავება არც თუ ისე დიდია და წესით სულ მალე ოფიციალურ განცხადებას უნდა ველოდოთ.

მთავარი ხელშემწყობი ალეგრის მიდგომაა, რომელსაც ზუსტად ლა ჯოიას გარშემო სურს ახალი იუვენტუსის შექმნა.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊

ანგარიშის ნომრები:👇

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x