ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია – დიბალა & რონალდუ

პაულო დიბალას და კრიშტიანო რონალდუს სიტუაცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

მაქს ალეგრის გუნდში დაბრუნების შემდეგ, არგენტინელ მოთამაშესთან დაკავშირებით მომენტალურად პოზიტიური ხასიათის შემცველი სიახლეები გამოქვეყნდა.

დიბალა ორი სეზონის მანძილზე სხვადასხვა კლუბს მჭიდროდ დაუკავშირეს, თუმცა მოლაპარაკებები პროგრეს ვერ ნახულობდა.. მიზეზი ხან რა იყო და ხან რა..

ახლა კი როდესაც ლა ჯოიას ტურინთან ერთ წლიანი კონტრაქტი ქონდა დარჩენილი, ბუნებრივია შავ-თეთრები აჩქარებას ფიქრობდნენ, რათა მოთამაშე ერთ წელიწადში უფასოდ არ დაეკარგათ.

იუვეს 10-იანი სეზონში 12 მილიონს ითხოვდა, მაშინ როდესაც ბიანკონერი 10-ზე იყო თანახმა.. ეს ქმნიდა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, თუმცა გადამწყვეტი დიბალას მიმართ კლუბის მიდგომაა.. მას მეტი სათამაშო დრო უნდა.. ამასთან ერთად კლუბის მხრიდან პაულო სათანადო დონეზე უნდა ყოფილიყო დაფასებული, რას გულისხმობს ბრენდთან მჭიდრო სიახლოვეს.

იტალიური მედია ბოლო ხანებში პოზიტიურ სიახლეებს აქვეყნებს და ირწმუნება, რომ მოლაპარაკებებში თავად ალეგრი ჩაერთო რომელმაც დიბალა დარჩენაში დაარწმუნა! ტოსკანელი სპეციალისტისთვის სამხრეთ ამერიკელი ახალ სქემაში საკვანძო როლს ითამაშებს.

კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდება და დიბალა სეზონში 10 მილიონს + ბონუსებს გამოიმუშავებს, ხოლო ჯორჯო კიელინის წასვლის შემდეგ კაპინის სამკლაურსაც მოირგებს.

ამ შემთხვევაში თუ ყველაფერი ჰოლივუდური Happy End -ისკენ მიდის, აი კრიშტიანო რონალდუს საკითხი რადიკალურად განსხვავებულია.

ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი არ დაწყებულა, რადგან არცერთ მხარეს რაიმე ამისთვის ნაბიჯის მსგავსი არ გადაუდგამს. ხელშეკრულება კი როგორც მოგეხსენებათ 2022 წლის 30 ივნისს იწურება..

აქედან გამომდინარე, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია თითქოს იუვემ კიბორგი ბაზარზე დააყენა და მის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს. თავად ეს თანხა შიშის მომგვრელი არ არის, მაგრამ პორტუგაიელი სეზონში 30 მილიონს ითხოვს, რაც მის გაყიდვას საკმაოდ ართულებს.

ამ ეტაპზე მეტი სიახლე რონალდუსთან დაკავშირებით არ არის.. ფედერიკო კერუბინი ჟორჟ მენდეშთან შეხვედრას ელის, სადაც გადაწყდება კიდევაც იუვენტუსის 7 ნომრის მომავალი.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x