ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფედერიკო კერუბინის პრესკონფერენცია

ამ წუთებში კონტინასას საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს ანდრეა ანიელი, მაურისიო არივაბენე, ფედერიკო კერუბინი და პაველ ნედვედი ხვდებიან.

გთავაზობთ ფედერიკო კერუბინის გამოსვლას:

“გამარჯვების მისაღწევად ლამაზი ფეხბურთი აუცილებელია? გასულ წლებს თუ გადავხედავთ, მიხვდებით რომ ლამაზი ფეხბურთი წარმატების გარანტი არ არის. თუმცა, თუ გამარჯვებას ასეთ სტილში აღწევ, ბუნებრივია უარს არავინ იტყვის. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი არის გამარჯვება და ეს აქ არასდროს შეიცვლება.

კრიშტიანო რონალდუსთან მიმართებაში სიახლე არ გვაქვს. ტრანსფერზე საუბარი უადგილოა, რადგან ჩვენ არც წინადადება მიგვიღია რომელიმე კლუბისგან და არც თავად მოთამაშეს გამოუხატავას რაიმეს მიმართ უკმაყოფილება. შესაბამისად, 14 ივლისს იგი ჯგუფს შემოუერთდება და ახალი სეზონისთვის მომზადებას დაიწყებს.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურობას ჩვენგან არ უნდა ელოდოთ, რადგან გუნდი საკმაოდ კონკურენტუნარიანია რასაც მთავარი მწვრთნელიც ეთანხმება. დიახ, იქნება გარკვეულ რგოლებში ცვლილებები, თუმცა არა ფუნდამენტური.

იმ შემთხვევაში თუ კი რაიმე შესაძლებლობა გაჩნდება, იუვენტუსი საქმეში ჩაერთვება.. სხვა მხრივ როგორც უკვე გითხარით, კლუბი ორიენტირებული იქნება არსებული შემადგენლობის პროგრესირებაზე.. ფუნდამენტი ჩაყრილია და ახლა დროა ახალგაზრდებს განვითარების საშუალება მივცეთ.

რას ავიღებდი ფაბიო პარატიჩისგან? სწორედ მასთან კარგი ურთიერთობის ნიადაგზე მოვხვდი 2012 წელს იუვენტუსში. ჯუზეპე მაროტასთან და ფაბიოსთან მუშობამ დიდი გამოცდილება შემძინა! პარატიჩის უდიდესი პლიუსი მისი საქმისადმი დიდი სიყვარულია! როდესაც გვიხსნიდა დეტალებს, მის თვალებში ყოველთვის ცეცხლი გიზგიზებდა. 

ექნება თუ არა ალეგრის სატრანსფერო აქტივობებზე წვდომა? სანამ წავიდოდა შევხვდით და გარკვეულ დეტალებზე ვიმსჯელეთ. მაშინ საკითხი გუნდის სტრატეგიულ განვითარებას შეეხო..

გადის ორი წელი და მაქსისგან ვიგებთ ინფორმაციას, რომ მას კვლავ მოედანზე სურს გუნდის ხელმძღვანელობა და ეს არის მთავარი დავალება, სურვილი და მისია რაც მას კლუბის მხრიდან დაესახა. სხვა მხრივ ალეგრისგან ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს და ჩვენ ყველა საკითხს ერთად გავდივართ.

დარჩება თუ არა რონალდუ გუნდში 100%-ით? წინასწარმეტყველი არ ვარ, რომ ეს ყველაფერი დავინახო. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით ამის წინაპირობა შექმნილი არ არის.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x