ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Repubblica:”კიელინის საკითხი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყდა”

ყველა ლეო მესიზე წერს, რომელსაც ბარსელონასთან კონტრაქტი დაუმთვრდა, თუმცა ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაშია ჯორჯო კიელინი.

იუვეს და იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანთან შეთანხმება 30 ივნისს დასრულდა, თუმცა როგორც აპენინური წყაროები იუწყებიან ჯორჯო უსაქმოდ ცოტახანი დარჩება.

Repubblica -ს მტკიცებით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შედგა და მის პოზიტიურ წარმართვაში უდიდესი როლი მაქს ალეგრიმ შეიტანა.

ჯერჯერობით არ ხმაურდება კონკრეტულად რა ვადით გახანგრძლივდება კონტრაქტი, თუმცა დიდი ალბათობით მხარეები თანამშრომლობას კიდევ ერთი სეზონის მანძილზე განაგრძობენ.

ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x