ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმო პავანი:”ლოკატელის ტრანსფერი იოლი დასახური არ იქნება”

მასიმო პავანი მანუელ ლოკატელის ტრანსფერთან დაკავშირებით საუბრობს:

“იუვენტუსმა ოფიციალური შეთავაზება უკვე გააკეთა, რომელიც გულისხმობს 30 მილიონს + ახალგაზრდა მოთამაშის სატრანსფერო უფლებები. ეს შეიძლება იყოს რადუ დრაგუსინი ან ჯანლუკა ფრაბოტა. 

თუმცა, რამდენად იქნება საკმარისი ლოკატელის გასაფორმებლად აღნიშნული წინადადება, რთული სათქმელია..

რეალურად ბაზარზე უკვე არიან კლუბები, რომლებსაც უფრო მეტი თანხის დახარჯვა შეუძლიათ. ბორუსიამ სანჩოს გასხვისებით 90 მილიონამდე გამოიმუშავა.. ლონდონის არსენალი კიდევ ერთი კონკურენტია, რომელსაც 40-50 მილიონის ინვესტირება თავისუფლად შეუძლია.

საბოლოო ჯამში ყველაფერს ფეხბურთელის ნება გადაწყვეტს.. მასსზე იქნება დამოკიდებული თუ სად გააგრძელებს კარიერას. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლოკატელის კონტრაქტის მიხედვითაც ორივე ზემოთ ნახსენები კლუბი უკეთეს პირობებს შეთავაზებს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x