ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რობერტო მანჩინი ბელგიელებთან გამართულ მატჩზე

რობერტო მანჩინი

რობერტო მანჩინი კმაყოფილი დარჩა საკუთარი შეგირდების ასპარეზობით, თუმცა სინანული გამოთქვა ლეონარდო სპინაცოლას ტრავმაზე:

“ვწუხვარ ლეოს გამო.. ეს მას ნამდვილად არ დამართნოდა, რადგან დღევანდელ დღემდე საოცრად ასპარეზობდა და დიდი შემართება გააჩნდა.. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ჩვენ მასთან ვართ!

რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ უკანასკნელი 10 წუთი მძიმე გამოდგა, როდესაც ბიჭებს დაღლა დაეტყოთ.. მეორეს მხრივ საქმე აქამდე უნდა დაგვემთავრებინა, რადგან საკმაო მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

ვერ ვიტყვი რომ საწყის 25 წუთში მოედნის ცენტრში რაიმე ბრძოლა მიმდინარეობდა.. ეს იყო გახსნილი მატჩი, სადაც მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. რასაც ქვია ბრძოლა როგორც უკვე გითხარით ბოლო 10 წუთში დაიწყო.

მიზანი? უბრალოდ გვსურდა მაქსიმუმი გვეჩვენებინა და წინ კიდევ ორი მატჩია, ასე რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

უმჯობესია ახლა ამ გამარჯვებით დავტკბეთ და უკვე ამის შემდეგ ესპანეთზე ფიქრი დავიწყოთ. ბიჭებმა საოცარი მატჩი ჩაატარეს.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x