ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი და ლაციო ბარტერზე ფიქრობენ?

ფედერიკო ბერნარდესკის სიტუაცია გაურკვეველი რჩება.

იუვენტუსის შუახაზელთან მიმართებაში ურთიერთ გამომრიცხავნი ცნობები ქვეყნდება. ერთი პირობა მაქს ალეგრის გუნდში დაბრუნების შემდეგ, თითქოს იტალიელის დარჩენის შანსები გაიზარდა. თავად ბერნაც ბედნიერია შეშლილის დანიშვნით.

თუმცა, ბერნას მსურველებიც ასე თუ ისე ყავს და ბოლო ხანებში ყველაზე მეტად რომის ლაციო აქტიურობს.

ლაციალესთან ტრანსფერის თემა იოლი არასდროს არის, მითუმეტეს კლაუდიო ლოტიტოს “წუწურაქობას” თუ გავითვალისწინებთ იუვეს მხრიდან მოთხოვნილ 30-40 მილიონს ისინი ნამდვილად არ გადაიხდიან.

ამიტომაც გაჩნდა ალტერნტივა ბარტერის სახით და თუ ბერნა სარის მართლაც ძალიან უნდა, მაშინ ლაციოს მის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები ლუის ალბერტოს დათმობა მოუწევს.

3 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x